სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი აბიტურიენტები ჩააბარებენ 4 სავალდებულო საგანს 3-ის ნაცვლად - სოფიო გორგოძე დეტალებზე
01-03-2021
-
+


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გორგოძის თქმით, აბიტურიენტებს, ზოგიერთ პროგრამაზე სამის მაგივრად, 4 სავალდებულო გამოცდა ექნებათ ჩასაბარებელი.

„ფორმატი არის იგივე და საგამოცდო მოდელიც იგივეა. აბიტურიენტთა დიდ უმრავლესობას უწევს 3 სავალდებულო საგნის ჩაბარება - ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა და მათემატიკა ან ისტორიის არჩევა პროგრამის მიხედვით. ის თუ რომელი უნდა ჩააბარონ, ამის ნახვა უკვე ცნობარში შეუძლიათ, კონკრეტული უნივერსიტეტის და პროგრამის მიხედვით.

იშვიათ შემთხვევაში ზოგიერთ პროგრამას მოთხოვნილი აქვს მეოთხე საგანი, ხოლო სამედიცინო და ჯანდაცვის მიმართულებით აბიტურიენტებს 4 სავალდებულო საგნის ჩაბარება უწევთ“, - აღნიშნავს სოფიო გორგოძე.

აბიტურიენტებს 4 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევთ შემდეგი პროგრამების არჩევის დროს:

ჯანდაცვის (დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, საექთნო საქმის, სამეანო საქმის, ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის, ოკუპაციური თერაპიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის) საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვისათვის აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს შემდეგი საგნები:  

  • ქართული ენა და ლიტერატურა;
  • უცხოური ენა;
  • ბიოლოგია;
  • მათემატიკა, ქიმია ან ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს).
იხილეთ ასევე: ეროვნული, მასწავლებელთა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 31 მარტს დასრულდება 

ვიდეოინსტრუქცია მასწავლებლებისა და აბიტურიენტებისთვის: როგორ უნდა დარეგისტრირდეთ გამოცდებზე? 

2021 წლის აბიტურიენტთა ცნობარი გამოქვეყნდა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება