სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე საქართველოს დროშა დაუშვეს და მოსწავლეებისთვის ფილმის ჩვენება მოაწყვეს
27-02-2021
-
+


რუსეთ-საქართველოს ომი 1921 წ, ცნობილია, როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოში. თბილისმა მძიმე ომი გადაიტანა. 1921 წლის 25 თებერვალს  მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა თბილისი. საქართველო რუსული საბჭოთა  იმპერიის ნაწილად იქცა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული  თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ვერ შეძლეს  დამოუკიდებლობის დაცვა. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა  ოკუპაციამ მთელი70 წელი გასტანა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო  სკოლაში ჩატარდა ფილმის ჩვენება თემაზე:  მრისხანე 1921 წელი,  საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. სკოლის ადმინისტრაციამ 25 თებერვალს, დილასვე დაუშვა დროშა.

„ფილმის ჩვენება მოხდა საბაზო და საშუალო საფეხურზე, ისტორიის პედაგოგების: ლამზირა ოსეფაშვილისა და ამაია ფატულაევას მიერ. მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით,   ნახეს ფილმები ოკუპაციაზე,  აჩვენეს თვალსაჩინოებები, ისაუბრეს   მარო მაყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, გიორგი კვინიტაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და სხვა ქართველი გმირების დამსახურებაზე.

მართალია პანდემიამ მოსწავლეთა აქტივობები, ღონისძიებები  უკანა საფეხურზე გადასწია,  მაგრამ დღევანდელმა დღემ მოსწავლეთა  გააქტიურება გამოიწვია.  რამდენიმეთვიანი  პაუზის შემდეგ გამოცოცხლდა სკოლა და  პედაგოგები ჩვეული ენერგიით განაგრძობენ  მუშაობას“, - ნათქვამია ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ლამზირა ოსეფაშვილის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს

„მადლობა, რომ ერთად ვაშენებთ ადგილს, სადაც სულიერებასა და ცოდნას შორის კავშირი ყოველთვის მტკიცეა“ 
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება