TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ღვაწლმოსილი პედაგოგები მინისტრმა დააჯილდოვა - „ვზრუნავთ მასწავლებელთა შრომის დაფასებაზე“
16-09-2025
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.

მინისტრმა პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც მომავალი თაობის აღზრდაში შეაქვთ.

„ყველა პედაგოგს გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გულითად მადლიერებას გამოვხატავ და ქედს ვიხრი თითოეულის წინაშე - თქვენ საქართველოს უზრდით განათლებულ თაობებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს აშენებენ.

ჩვენი გამორჩეული პრიორიტეტი არის მასწავლებელი, პედაგოგებთან ურთიერთობა, მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და სამუშაო გარემოს გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ვზრუნავთ მასწავლებელთა შრომის აღიარებასა და დაფასებაზე. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, 10 ოქტომბრის ჩათვლით დავაჯილდოვოთ ღვაწლმოსილი პედაგოგები.

ამ ინიციატივის განხორციელება რაჭის რეგიონიდან დავიწყეთ და ქვეყნის მასშტაბით გავაგრძელებთ. მადლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს ღონისძიება ერთობლივი ძალისხმევით შედგა და დღეს პედაგოგების, მათი აღსაზრდელების ბედნიერ სახეებს ვხედავთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

პედაგოგთა დაჯილდოება რეგიონულ დონეზე რაჭა-ლეჩხუმით დაიწყო და ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მსოფლიო ისტორიისა და ხელოვნების ინტეგრირებულ გაკვეთილზე მოსწავლეებმა კაცობრიობის ყველაზე ამოუცნობ და საინტერესო ეპოქაში - პრეისტორიაში იმოგზაურეს

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება