სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვაქცინების უნდობლობა მნიშვნელოვნად იმოქმედებს COVID-19-ის დამარცხებაზე - Unicef ქვეყნებს სკოლებში ფსიქიკური მომსახურების გაფართოებისკენ მოუწოდებს
19-02-2021
-
+


ვაქცინებისადმი გლობალური ნდობის აღდგენა, ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის პრობლემების მოგვარება, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ციფრული საშუალებებზე არათანაბარი წვდომის გადალახვა ბავშვებისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობებია, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამ საერთაშორისო საზოგადოებას დაანახა - ნათქვამია, გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორს ჰენრიეტა ფორეს ყოველწლიურ ღია წერილში.

როგორც ჰენრიეტა ფორე აღნიშნავს, რომ ვაქცინების მიმართ უნდობლობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს COVID-19-ის დაძლევის შესაძლებლობაზე.

„ვაქცინების შეძენის, ტრანსპორტირებისა და მიწოდების მიზნით მთავრობებთან, პარტნიორებთან და დონორებთან თანამშრომლობის პროცესში, ჩვენ ამავე დროს უნდა დავნერგოთ ნდობა ვაქცინების მიმართ, რომ საზოგადოებამ ის მიიღოს. ნდობის გარეშე, ვაქცინები მხოლოდ ძვირადღირებული ფლაკონებია ექიმის კაბინეტში“,- წერს ფორე.

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი აღნიშნავს, რომ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პირობებში ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის შემთხვევების რაოდენობა შემაშფოთებლად გაიზარდა. ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას უფრო მეტი გააკეთოს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

„ქვეყნებმა მის დასაძლევად ისეთი მოცულობის ინვესტიციები უნდა ჩადონ, როგორსაც ის იმსახურებს. მათ მკვეთრად უნდა გააფართოონ ფსიქიკური მომსახურება, გაზარდონ ახალგაზრდების მხარდაჭერა თემებსა და სკოლებში და შექმნან მშობელთა მხარდაჭერის პროგრამები რათა მოწყვლადი ოჯახების ბავშვებმა საჭირო დახმარება და დაცვა მიიღონ“, -  წერს ის.  

ციფრული საშუალებების არათანაბარი წვდომის შესახებ ფორე აღნიშნავს, რომ გლობალურმა შეზღუდვებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა.

2020 წელს სკოლების დახურვის პიკის დროს, მსოფლიოს სკოლის მოსწავლეების დაახლოებით 30 პროცენტს დისტანციურ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდებოდა - ეს სავარაუდოდ იგივე ბავშვები არიან, ვისაც ხარისხიანი განათლების მიღების საშუალება ისედაც არ ჰქონდა.

თავის ღია წერილში ფორე მოგვიწოდებს, გადავხედოთ განათლების სისტემებს და ციფრული უთანასწორობა დავძლიოთ, რათა ციფრული საშუალებები გამოყენებული იყოს განათლების გაუმჯობესებისა და მომავალში ნახტომისებური წინსვლის მისაღწევად.

„პროცესში საერთაშორისო საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს ჩართულობას აღდგენის პროცესში, რომლის დროსაც პრიორიტეტი ბავშვების კეთილდღეობაში ინვესტირებას მიენიჭება“, - წერს ფორე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება