სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო ძველ სახელს იბრუნებს - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ცალკე იქმნება
28-01-2021
-
+


დღეს მთავრობა განათლების სამინისტროდან კულტურისა და სპორტის გამოყოფის საკითხს განიხილავს - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალ უწყებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ერქმევა.

„დღეს განვიხილავთ მთავრობის სტრუქტურაში გარკვეულ ცვლილებების შეტანას. მოგეხსნებათ, რომ ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც უნდა ვიზრუნოთ და რა თქმა უნდა, ცალკე სამინისტრო ისევე, როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით თუ სპორტში ბოლო წლებში მიღწეულ შედეგებს გავითვალისწინებთ იმსახურებს.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ამ დადგენილების შემდგომ გახდება კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

ხორენიის საჯარო სკოლაში მიესალმებიან ინიციატივას

მოსწავლეებმა თავდაპირველად დაამუშავეს რთველთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგი

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ღირსშესანიშნაობების მიმართ ინტერესის გაღვივება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება