სიახლეები
სიახლეები

როგორ უნდა დარეგისტრირდეს მასწავლებელი გამოცდაზე - დეტალური ინსტრუქცია
26-01-2021
-
+


სპეციალური მასწავლებლების გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა, რომელიც ყველა საინტერესო საკითხს მოიცავს და მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რეგისტრაცია. როგორ შეავსონ და რა მისამართზე გაგზავნონ პედაგოგებმა განაცხადი? რა მონაცემების დაფიქსირდება დაგჭირდებათ წარმატებული რეგისტრაციისთვის და როდემდე გაქვთ უფლება, შეცვალოთ განაცხადში ასახული ინფორმაცია?

ცენტრში რეგისტრაცია

  1. ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით ცენტრში პირის რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურებით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში.
  2. ტესტირებაზე რეგისტრაციის მიზნით პირის მიერ განცხადება ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა - naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.
  3. პირს, გარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისა, სპეციალური პროგრამა არ შეუშვებს სისტემაში, თუ მას წინასწარ გადახდილი არ აქვს ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირებაში მონაწილეობის საფასური.
  4. პირი ვერ გაივლის რეგისტრაციას, თუ შესაბამის ველში აღნიშვნით არ დაადასტურებს, რომ ეთანხმება ცენტრის მიერ ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით დადგენილ პირობებს და გამოთქვამს მზადყოფნას გააგრძელოს რეგისტრაცია. ტესტირების ჩატარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ დადგენილი პირობები არ შეიძლება ავალდებულებდეს გამოსაცდელს, გასცეს თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

   5.რეგისტრაციის დროს პირი უთითებს/აღნიშნავს:

ა) საკონტაქტო ტელეფონის ნომერს;

ბ) იმ ტესტს, რომლის ჩაბარებაც სურს. პირი უფლებამოსილია რეგისტრაციის დროს მიუთითოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი-ერთი გამოცდა;

გ) სასურველ საგამოცდო ქალაქს;

დ) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

  1. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შევსების დროს პირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ცენტრი იტოვებს შესაძლებლობას გამოსაცდელი გადაანაწილოს სხვა საგამოცდო ცენტრში.
  2. გამოსაცდელს რეგისტრაციის ვადის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.
  3. რეგისტრაციასთან/სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებული საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს სპეციალური პროგრამიდან შენახული ან ამობეჭდილი აქვს რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  4. გამოსაცდელები, რომლებიც გამოცდების დროს საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს, ვალდებულნი არიან ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
  5. ცენტრის მოთხოვნის შემთხვევაში, გამოსაცდელმა, რომელსაც სურს სპეციალური საგამოცდო პირობების შექმნა, უნდა წარმოადგინოს ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ინფორმაცია/დოკუმენტები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
  6. ცენტრი ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვის მიზნით, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრირებული პირების შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და სტატუსი) აცნობოს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
  7. ცენტრი უფლებამოსილია გამოსაცდელისათვის გამოცდასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით გამოიყენოს გამოსაცდელის მიერ რეგისტრაციისას მითითებული პერსონალური მონაცემები (მათ შორის, ტელეფონის ნომერი).

მონაცემთა ელექტრონული ბაზა და გამოსაცდელთა საგამოცდო ბარათები

  1. ტესტირების ჩატარების მიზნით, ცენტრი ქმნის მონაცემთა ელექტრონულ ბაზას, რომლის შესაბამისადაც ხდება ტესტირების დაგეგმვა.
  2. ცენტრი უფლებამოსილია ტესტირებაზე რეგისტრაციის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნისა და ტესტირების ჩატარების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, სქესი,  ფოტოსურათი და მუნიციპალიტეტი, სადაც რეგისტრირებულია პირი).
  3. ცენტრი მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განათავსებს საგამოცდო ბარათებს, რომლებიც შეიცავს:

ა) გამოსაცდელის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საგამოცდო ნომერს;

ბ) ტესტირებაზე ჩასაბარებელ ტესტს;

გ) საგამოცდო ცენტრის დასახელებას და მისამართს;

დ) ტესტირების ჩატარების თარიღს და ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დროს;

ე) ცენტრის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას (რომელიც არ შეიცავს გამოსაცდელის პერსონალურ მონაცემებს).

იხილეთ ასევე:

გამოცდების ჩატარების ვადები ცნობილია - ტესტირებას წელს მხოლოდ უფროსი, მომავალ წელს კი წამყვანი სპეცმასწავლებლებიც ჩააბარებენ

პედაგოგთა გამოცდის ჩატარების წესი დამტკიცდა - რეგისტრაციისთვის სპეცმასწავლებლები 50 ლარს გადაიხდიან


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება