| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა, ნატო შაინიძემ 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის თვეში განახორციელა კიდევ ერთი სოციალური პროექტი, რომლის მთავარი მიზანი იყო დახმარებოდა იმ მოსწავლეებს რომლებსაც არ ქონდათ დისტანციური სწავლების პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალება.
„ქალბატონმა ნატომ ერთ-ერთი კეთილი ადამიანის დახმარებით და ქველმოქმედებით, კოკოტაურის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეს საჩუქრად გადასცა პერსონალური კომპიუტერი, კლასგარეშე ლიტერატურა და აქსესუარები რომელიც გამოადგებოდა აღნიშნულ მოსწავლეს სწავლებაში. მიუხედავად იმისა რომ ქველმოქმედი და სიკეთის მკეთებელი ადამიანი უარს აცხადებდა ამ ამბის გასაჯაროებაზე დავითანხმეთ რომ მაინც გამოგვექვეყნებინა, ეს დიდსულოვანი პიროვნება ბატონი ასლან ჭანიძეა, ისინი დღესაც აგრძელებენ მეგობრულ ურთიერთობას და ბატონი ასლანი ხშირად კითხულობს მოსწავლის შესახებ ინფორმაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში კვლავ შეძლოს მისი დახმარება. ამით მათ მისცეს სხვებს მაგალითი თუ როგორ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებაში. მას შემდეგ მოსწავლეს არ შექმნია პრობლემა ჩართულიყო სასწავლო პროცესში“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა
„მოსწავლეს უხარია, როდესაც ხედავს საკუთარ წარმატებას, იღებს აღიარებას და გრძნობს, რომ მისი ძალისხმევა დაფასებულია“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად