სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტის - „ტოლერანტობა“ ფარგლებში პრეზენტაციები ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს
28-12-2020
-
+


16 დეკემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში Erasmus+ და eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის- „Tolerance”(„ტოლერანტობა“) ფარგლებში დეკემბრის თვის მეხუთე სამუშაო შეხვედრა შედგა.

პრეზენტაციები წარმოდგენილ იქნა ინგლისურ ენაზე, თემები:

„Say No To Racism“/ „უთხარი არა რასიზმს“;

„Right To Education“/„განათლების უფლება“.

პრეზენტაციები წარმოადგინეს:

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ - მათე ლობჯანიძემ;

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ - გვრიტო გობეჯიშვილმა.

პროექტის ორგანიზატორი: პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის ინგლისურის ენის პედაგოგი - თამარ სამსონიძე.

პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი ღების საჯარო სკოლიდან - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი - ვერა ლობჯანიძე.

„ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლემ - მათე ლობჯანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე:

„Say No To Racism“/ „უთხარი არა რასიზმს“:

მათე ლობჯანიძემ ისაუბრა რასიზმზე, თავად ტერმინზე, რასიზმის ისტორიაზე, იმ პასუხისმგებლობებზე რაც გვაკისრია საზოგადოებას რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად,იმ რეგულაციებზე რომელიც უნდა გატარდეს თემში, საზოგადოებაში, სკოლასა და სამუშაო ადგილებზე რასისტული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოსაფხვრელად.

რასიზმი — რწმენა, რომ ადამიანთა ჯგუფები, ფიზიკური მახასიათებლებიდან (კანის ფერი, სახის ნაკვთები და სხვა ეთნიკური მახასიათებლები) გამომდინარე განსხვავებულ თვისებების არიან და შესაბამისად შესაძლებელია მათი კატეგორიზება რასებად, სადაც ერთი რასა მეორეზე აღმატებულია. რასიზმი სხვა ჯგუფის წევრების მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებისა და ერთი რომელიმე ჯგუფის პრივილეგირებული მდგომარეობის გამამართლებელ არგუმენტად გარეგნულ განსხვავებებს ასახელებს.

სსიპ ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ გვრიტომ გობეჯიშვილმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია თემაზე:

‘Right To Education’/“განათლების უფლება“. მოსწავლემ ისაუბრა იმ საერთაშორისო საკანონმდებლო მუხლებზე,რომლის მეშვეობითაც დაცულია სწავლის უფლება.

განათლების უფლება

1. E. Right to education

გ.უ. შემდეგ პრინციპებს გულისხმობს: დაწყებითი განათლება სავალდებულო და უფასო უნდა იყოს. ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. მშობლებს უფლება აქვთ შეურჩიონ შვილებს განათლების ნებისმიერი ფორმა, თუ ის შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს. ყოველი ადამიანის უფლებაა, დააფუძნოს საგანმანათლებლო დაწესებულება და უხელმძღვანელოს მას, თუკი ეს უკანასკნელი შეესაბამება განათლების ზოგად პრინციპებს და აკმაყოფილებს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს

2. E. Right to education

ადამიანის სოციალური უფლება, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანს აქვს განათლების მიღების უფლება. განათლების მიღება შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში უფლება აღიარებულია: საერთაშორისო პაქტით ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ (მე-13 მუხ.), ევროპის ქარტიით (მე-10 მუხ.), (იხ. ევროპის საბჭო), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (იხ. ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის შესახებ) №1 დამატებითი ოქმით (მე-2 მუხ.), ასევე ბავშვთა უფლებების კონვენციით (28-ე მუხ.), და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტებით განათლების უფლება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია (35-ე მუხ.

მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციების წარმოდგენის შემდეგ, პრეზენტატორებმა პროექტის მონაწილეებს აჩვენებს თემების შესაბამისი ვიდეოები,ხოლო შემდგომ შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში,რომელშიდაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.

საერთაშორისო პროექტ ‘Tolerance’/“ტოლერანტობა“-ის დეკემბრის თვის სამუშაო შეხვედრები საჭირბოროტო და საინტერესო თემებით იყო აღსანიშნავი,დამზადდა პრეზენტაციები ინგლისურ და ქართულ ენებზე PowerPoint-ში, უზარმაზარი პოსტერები თითოეულ საპრეზენტაციო თემებთან დაკავშირებით, მოხდა ვიდეო ჩვენებები საპრეზენტაციო თემატიკასთან მიმართებაში და ბოლოს გაიმართა დისკუსიები.მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი და ხალისით აკეთებდნენ ამა თუ იმ აქტივობას“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება