სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ნიშანი თუ განმავითარებელი შეფასება - „მასწავლებელი ხელოვნური ინტელექტი ხომ არაა? ის ვერ დაწერს განმავითარებელ შეფასებას, როდესაც...“
08-01-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ნიშნების დასაწერად მასწავლებლებს 12 იანვრამდე აქვთ დრო. ამასთან, დისტანციური სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა: როგორ უნდა ფასდებოდნენ მოსწავლეები - განმსაზღვრელი თუ განმავითარებელი შეფასებით?

ამ კითხვაზე ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ არსებობს და პედაგოგებიც მითითებას ელოდებიან „ზევიდან“, მანამდე კი იმაზე ვისაუბროთ - რა ურჩევნიათ თავად მასწავლებლებს.

მოსწავლეთა შეფასებებთან დაკავშირებით, აზრი ორად იყოფა და მასწავლებლების ნაწილი ნიშანს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა ნაწილი განმავითარებელ შეფასებას ემხრობა და განათლების სამინისტროს სთხოვენ, პირველი სემესტრი სწორედ ასე შეფასდეს, რადგან დისტანციური სწავლების ხარისხი, სხვა საშუალებას უბრალოდ არ იძლევა.

რა მითითებებს მიიღებენ სკოლები, უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა უკვე აქტიურად მიდის საუბარი, რომ მალე განმავითარებელი შეფასება საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში სრულად დაინერგება, აღარ იქნება ნიშნები, მედლები და მასწავლებლებსაც არაერთი კუთხით მოუწევთ მოსწავლის შეფასება.

სხვათა შორის, მასწავლებლის სახლის დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე, უკვე კარგა ხანია ემხრობა აზრს, რომ ნიშნები, რომელსაც სადამსჯელო ღონისძიებად აფასებს, აღარ უნდა იყოს. ამის შესახებ განმარტება ბერიკა შუკაკიძემ კიდევ ერთხელ, Etaloni.ge-სთან გააკეთა.

„ვეთანხმები მასწავლებლებს, რომლებიც განმავითარებელი შეფასების დანერგვას ითხოვენ, თუმცა ეს არაა მარტივი პროცესი და ახლავე აგიხსნით რატომ:

ამერიკის შვიდ უმსხვილეს საგანმანათლებლო ოლქში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო - თუ მასწავლებელს აქვს ურთიერთობა 80 ბავშვზე მეტთან სემესტრში, განმავითარებელი შეფასება თითქმის ფიქტიური ხდება.

საქართველოში, მასწავლებლებს ბევრად მეტ მოსწავლესთან უწევთ ურთიერთობა; განმავითარებელ შეფასებას კი თავისი კრიტერიუმები და ბევრი კომპონენტი გააჩნია: პედაგოგმა უნდა იცოდეს თითოეული ბავშვის სახელი, ოჯახური მდგომარეობა (დაახლოებით მაინც), ასევე იცოდეს, რა მხრივ აქვს მოსწავლეს მეტი ნიჭიერება, გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობა მოსწონს, წყვილში თუ ინდივიდუალურად; პროექტებზე მუშაობისას, ინტროვერტია თუ ექსტროვერტი, აღქმა უფრო ძლიერი აქვს თუ შემეცნება... თუმცა როდესაც 200-300 ბავშვთან უწევთ ურთიერთობა ასეთი მიდგომა წარმოუდგენელია, მასწავლებელი ხელოვნური ინტელექტი ხომ არაა? ის ვერ დაწერს განმავითარებელ შეფასებას და ასეთ სიტუაციაში უბრალოდ თავს მოვიტყუებთ. განმავითარებელი შეფასებისას, პედაგოგმა ზუსტად უნდა იცოდეს, თითოეული მოსწავლის სახელი, შესაძლებლობები, რაში აქვთ გამოწვევა და როგორ უნდა დაეხმაროს, რომ მათ უკეთესად შეასრულონ დავალება. და არა ის, რომ ვთქვათ, ნიკამ ნიუტონის მესამე კანონი კარგად ისწავლა თუ არა.

განმავითარებელი შეფასებისას, იწერება განვითარების გეგმა - როგორ უნდა გახდნენ უკეთესი მოსწავლეები, თორემ ფიზიკა როგორ ისწავლეს, ამას ნიშნით დაწერ თუ სიტყვით, მნიშვნელობა არ აქვს. „ყოჩაღ“ და 10-იანი, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა.

ნიშანი ადვილი დასაწერია, სკოლა კი უნდა აძლევდეს მოსწავლეს შანსს, უკეთესი დავალება დაწეროს; წარმატების გემო უნდა გავაგებინოთ ბავშვებს, ერთს მეორის სახელს არ უნდა ვეძახდეთ, უნდა ვუბიძგოთ წარმატებისკენ, რათა შემდეგ, წარუმატებლობას არ შეეგუონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება