სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ონლაინ პლატფორმის დახმარებით ექიმ ლევან წულაიასთან ინტერვიუ ჩაწერეს
23-12-2020
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ონლაინ პლატფორმის დახმარებით ექიმთან, მარტვილის რაიონის მკვიდრ ლევან წულაიასთან ინტერვიუ ჩაწერეს.

მოსწავლეთა პედაგოგის ნინო დანელიას თქმით, მოსწავლეები ყველაფერს მონდომებით და ხალისით ასრულებენ.

„ხუნწის საჯარო სკოლის მე-4 -ე კლასის მოსწავლეები ძალიან ყოჩაღები არიან, მათ ძალიან ბევრი საქმის კეთება და შრომა შეუძლიათ, თან ექსტრემალურ სიტუაციებში..სემესტრის ბოლოა, თან აცილებენ 2020 წელს, მიუხედავათ ყველაფრისა დიდი ხალისით და შემართებით, თან სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გადასვლასთან დაკავშირებით შეუფერხდათ ყოველკვირეული ინტერვიუები წარმატებულ ადამიანებთან ამიტომ, გამოტოვებული კვირების ანაზღაურება ერთად უნდათ, ბევრი რამე აქვთ მოსასწრები, ყველაფერს მონდომებით და ხალისით ასრულებენ. მათ პირველად მოუწიათ ონლაინ პლატფორმა „თიმსზე“ ინტერვიუს ჩაწერა, რესპოდენტი იყო ექიმი, ქირურგი მარტვილის რაიონის მკვიდრი, ამჟამად რეზიდენტურაზე რომ სწავლობს -ლევან წულაია. მადლობა მას ბავშვების მოტივაციისთვის. ისეთ პირობებში გვიწევს ცხოვრება და სწავლა რომ მედიცინის როლი პირველ ეტაპზეა წამოწეული, კავშირშია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან, ამიტომ გადავწყვიტეთ მისი მოწვევა. ყველანაირი საორგანიზაციო საკითხები მოვაგვარეთ და გთავაზობთ ჩვენს ინტერვიუს, შეფასება კი თქვენთვის მოგვინდვია“,-ამბობს მასწავლებელი ნინო დანელია.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება