სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„განათლების რეფორმა უკიდურესად გრძელვადიანია და პირველად შედეგებს 3-5 წლის შემდეგ დავინახავთ“ - გახარია
23-12-2020
-
+


დღეს, მე-10 მოწვევის პარლამეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას მოუსმინეს, რის შემდგომაც მან „ქართული ოცნების“ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის შალვა პაპუაშვილის კითხვაზე: რა რეფორმები განხორციელდება განათლების სფეროში მომდევნო 4 წლის განმავლობაში? - გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები უკიდურესად გრძელვადიანია და მისი პირველადი შედეგების დანახვა მხოლოდ სამი, ხუთი წლის შემდგომ არის შესაძლებელი.

გახარიამ კონკრეტულ რეფორმებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ყურადღება გაამახვილა, რომ განათლების ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული ეკონომიკურ განვითარებაზე და რომ მხოლოდ ხარისხიანი განათლება მისცემს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს იყვნენ კონკურენტუნარიანები ევროატლანტიკურ სივრცეში.

„განათლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო. განათლება მოიცავს ბევრ მიმართულებას და პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ განვითარებაზე. როგორ შეიძლება ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი თუ განათლების სისტემა არ არის მზად, რომ ამ გამოწვევებს უპასუხოს? - მარტივი ამოცანაა.

ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ეკონომიკურად საკმაოდ სუსტი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, სრულად ვიაზრებთ სახელმწიფოს სოციალურ პასუხისმგებლობას: იზრუნოს პირველ რიგში იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეს სჭირდება, მეორეს მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, სხვა მოქალაქეებს შეუქმნას ყველანაირი პირობა, რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება მოხდეს მაქსიმალურად ეფექტურად.

იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ადამიანური კაპიტალი იყოს კონკურენტუნარიანი იმ განზომილებაში საითაც მივისწრაფით, ვგულისხმობ, ევროატლანტიკურ მიმართულებას. ამის გაკეთება პირველ რიგში ხარისხიან განათლებაზე წვდომით შეიძლება. თუმცა, როცა განათლების რეფორმაზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის 2-3 წლიანი რეფორმა. ეს არის უკიდურესაც გრძელვადიანი რეფორმა, რომელის პირველ ხელშესახებ შედეგს ჩვენ 3-5 წლის შემდგომ ვნახავთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურებზე ისაუბრა:

„საშუალო განათლება არის ფუნდამენტი, სადაც რეფორმირების მნიშვნელობა მთავრობისა და სახელმწიფოს მიერ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი – დაწყებული მასწავლებლიდან დამთავრებული ინფრასტრუქტურით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებით და ასე შემდეგ. შემდეგია, პროფესიული განათლება – აქ უნდა გავხსნათ კარები და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორების გამოცდილება. ძირითადი მიზანი მარტივი უნდა იყოს: ბაზრის მოთხოვნის და პროფესიული განათლების მაქსიმალური თანხვედრა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას - უმაღლეს განათლებაში პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ინტეგრირება განათლების ევროპულ სისტემასთან, ეს მოგვცემს პირველ რიგში რესურსების ეკონომიის და მეორე რიგში სწრაფი შედეგების მიღწევის შესაძლებლობას“, - განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

იხილეთ ასევე: „სანამ ანაზღაურება ღირსეული გახდება, კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“ - პედაგოგებზე პრემიერობის კანდიდატმა ისაუბრა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება