| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, მე-10 მოწვევის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მასწავლებლების, ექიმების, პოლიციელებისა და მეხანძრე მაშველების სოციალურ და სახელფასო უზრუნველყოფაზე.
მისი თქმით, გარკვეული დრო იქნება საჭირო იქამდე სანამ მათი ანაზღაურება ღირსეული გახდება.
„ყველაფერს გავაკეთებთ მეხანძრე-მაშველის, ექიმის, პოლიციელისა და მასწავლებლებისთვის. ეს ის ხალხია, ვისზეც სახელმწიფო დგას. მათი სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფა უნდა იყოს ღირსეული.
სანამ (ანაზღაურება) ღირსეული გახდება, მერწმუნეთ ამისთვის კიდევ გარკვეული დრო დაგვჭირდება“, - განაცხადა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა.
გახარიას თქმით, აღნიშნული კატეგორიებისთვის ხელფასების ზრდა მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია და ამ კატეგორიების ნაწილს ხელფასი წელსაც გაეზარდათ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“