სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვირტუალურ საკვირაო სკოლაში მონაწილეობდნენ
23-12-2020
-
+


თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები ვირტუალურ საკვირაო სკოლაში მონაწილეობდნენ. 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე შემეცნებით შემოქმედებითი კონკურსი მათ შორის ესეების კონკურსი და ფოტოკონკურსი. კონკურსებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ ყველა მონაწილე, პირველი ადგილები სხვდასხვა ნომინაციებში მოიპოვეს მია დიასამიძემ და ლიზი შარაძემ. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის ფურცელი, დიპლომები და სიგელები.

„21 ნოემბრიდან - 20 დეკემბერის ჩათვლით მე-9 და მე–12 კლასის მოსწავლეებისათვის ჩატარდა ვირტუალური საკვირაო სკოლა, რომელიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდობის სააგენტოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მუნიციპალურ რესურსცენტრების პარტნიორობით.

საკვირაო სკოლაში მონაწილეობდნენ ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც კოორდინირებას უწევდნენ რესურსცენტრის წარმომადგენელი ბატონი თენგო გათენაძე და ხარაულის საჯარო
სკოლის პედაგოგი ქალბატონი მარინე ტაკიძე. პროგრამაში მუნიციპალიტეტის სხვა სკოლებთან ერთად აქტიურად ჩართულნი იყვნენ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
პროექტის ვირტუალური საკვირაო სკოლის მთავარი მიზანი იყო ევროკავშირის ფასეულობების პოპულარიზაცია, სოფლად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ევროკავშირში ინტეგრაციის სასარგებლო შედეგების შესახებ, მათთვის ცოდნის მიწოდება ძირითადი დეზინფორმაციის თაობაზე, მითების ნგრევა და მავნე ზეგავლენის შემცირება სოფლად. კერძოდ, ინფორმირებულობის გაზრდა, ნდობის ამაღლება და ქცევის გამყარება სოფლის სკოლებში უფროსკლასელთა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, რათა შეიცვალოს ახალგაზრდების აღქმა და ქცევა მოქალაქეობის მიმართ მთელ რიგ სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ევროპულ ფასეულობებთან იდენტიფიცირებასა
და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა რამოდენიმე შემეცნებით შემოქმედებითი კონკურსი მათ შორის ესეების კონკურსი და ფოტოკონკურსი, ვირტუალური საკვირაო სკოლის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ მასტერ-კლასებში: საჯარო გამოსვლების ხელოვნება, ბლოგერების სკოლა, ცეკვა და ფოტოხელოვნება.

კონკურსებში აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდნენ ყველა მონაწილე, პირველი ადგილები სხვდასხვა ნომინაციებში მოიპოვეს მია დიასამიძემ და ლიზი შარაძემ. პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა მადლობის ფურცელი, დიპლომები და სიგელები.

პროექტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულას საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და უფროსკლასელებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

სემინარს ონლაინ რეჟიმში წარმართავდა საინფორმაციო ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელი ქალბატონი ირმა გაბინაშვილი. (იხილეთ შეხვედრის ლინკი http://old.infocenter.gov.ge/3295-qedis-municipalitetis... )“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება