სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვჯერა, ყოველი ახალი სასწავლო წელი სიახლეებითა და გამარჯვებებით იქნება დამშვენებული“ - წყალტუბოს N4 სკოლა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
22-12-2020
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. სკოლამ დაფინანსება მოიპოვა. სამომავლო გეგმებზე დირექტორი მაია ნუცუბიძე-ქობულია საუბრობს.

„მომავალი უკეთესი იქნება...“ - ეს სიტყვები ჩვენი სკოლის ჰიმნიდანაა ამოღებული. გვიხარია, რომ ამის თქმის რეალური საფუძველი გვაქვს!

ნამდვილად სასიხარულო ფაქტია, რომ ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილ საგრანტო კონკურსში, რომელიც წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ იქნა განხორციელებული, ჩვენი სკოლის პროექტმა გაიმარჯვა და მოიპოვა სოლიდური დაფინანსება.

პროექტის ფარგლებში რეალურად განხორციელდება სააქტო დარბაზში კულტურული სივრცის მოწყობა.

თანამედროვე ტექნოლოგიების ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში, კონკრეტულად კი სააქტო დარბაზში კინოდარბაზის განთავსება მოსახერხებელი, საინტერესო და მოსწავლეთა ინტერესებზე იქნება გათვლილი.

მასწავლებლებს, მოსწავლებს და მშობლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მორგებული იქნება ყველა მოსწავლის შესაძლებლობებზე, მათ შორის შშმ პირებზე და იძულებით გადაადგილებულ მოსწავლეებზე.

სამოქალაქო ღირებულებების ჩამოყალიბება იქნება მთავარი განმსაზღვრელი მასწავლებელთა იმ ჯგუფის მუშაობისთვის, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა კათედრებიდან და რომლებიც შეარჩევენ საჭირო ფილმებს, გაითვალისწინებენ საგნის პედაგოგთა და მოსწავლეთა სურვილებს.

მუშაობა იქნება დაგეგმილი მიზანმიმართულად, რაც ხელს შეუწყობს ახლგაზრდობაში ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებას და თავისუფალი ადამიანის ფორმირებას.

აღნიშნული კინოდარბაზის ფუნქციონირება გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, საგანმანათლებლო სივრცეს საინტერესოს, დაგვეხმარება მოსწავლეებში აღვზარდოთ პატრიოტული სულისკვეთება.

კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ვიდეომასალა, ასევე დიდი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებზე შექმნილი ფილმები. ეს საკითხი აქტუალურია, რადგანაც ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი საერთოდ არ უყურებს შემეცნებითი ხასიათის ფილმებს, არ იცნობს დიდ პიროვნებებს, მამულიშვილებს, არ აქვთ ნახული ქართულ ფილმები, არ იციან საკუთარი ქვეყნის ისტორია. გარდა ფილმების ჩვენებისა, კულტურულ სივრცეში მოეწყობა მოსწავლეთა სადისკუსიო და დებატების ცენტრი, აგრეთვე მოსწავლეთა უნარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით ჩატარდება სხვადასხვა აქტივობები, ინოვაციური გაკვეთილები, დაიდგმება სპექტაკლები და სხვადასხვა ხასიათის წარმოდგენები, გაიმართება დისკუსიები, სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის შეხვედრები, მოსწავლეთა უნარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით.

კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებითი ხასიათის ვიდეომასალა, ასევე დიდი კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებზე შექმნილი ფილმები, მოეწყობა მოსწავლეთა სადისკუსიო და დებატების ცენტრი, კონკრეტული საგნებისთვის მოხდება შესასწავლი თემის მაღალ დონეზე ვიზუალიზაცია და სხვ.

ყველა ამ იდეის განხორციელების საშუალებას  გვაძლევს  კულტურული სივრცის კეთილმოწყობა და ტექნიკური აღჭურვა, რაც 2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყება ჩვენს სკოლაში.

მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც ჩატარდება რეაბილიტირებულ დარბაზში, გამდიდრებული იქნება სხვადასხვა რესურსით, აუდიო და ვიზუალური მასალებით, რაც მოსწავლეებში განავითარებს კომუნიკაციურ, თანამშრომლობით, შემოქმედებით უნარებს.

სააქტო დარბაზი სკოლის კულტურული განვითარების ცენტრალური ადგილია, მისი რეაბილიტაცია და ტექნიკური აღჭურვა  არა მარტო სკოლის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს, არამედ გონივრულად იქნება გამოყენებული არასაგაკვეთილო დრო.

ჩვენი მიზანია, განათლება იყოს ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, რათა მივაღწიოთ მაღალი ხარისხის მდგრად შედეგებს.

მიგვაჩნია, ჩვენი პროექტის ფარგლებში კინოდარბაზის ამოქმედება იქნება ერთ-ერთი ინოვაციური ნაბიჯი საგანმანათლებლო სივრცეში, მოსწავლეთა ინტერესების გასაღვივებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

მადლობა წყალტუბოს  ადგილობრივი განვითარების ჯგუფს, რომელმაც საშუალება მოგვცა მონაწილეობა მიგვეღო საგრანტო კონკურსში, მე პირადად მივიღე დიდი გამოცდილება პროფესიონალთა მიერ ჩატარებული  დისტანციური შეხვედრებით, მათ გვიჩვენეს გზა წინსვლისა და განვითარების.

გვჯერა ყოველი ახალი სასწავლო წელი სიახლეებითა და გამარჯვებებით იქნება დამშვენებული.

ვულოცავ ჩვენი სკოლის საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ჩვენს საყვარელ ბავშვებს!“- აღნიშნავს დირექტორის მ/შ  მაია ნუცუბიძე-ქობულია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება