სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რომ მცოდნოდა, სწავლა დისტანციურ რეჟიმში იქნებოდა, ეროვნულ გამოცდებზე არ გავიდოდი“
21-12-2020
-
+


ანა ნიჟარაძე შავი ზღვის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია, რომელსაც სკოლის დასრულებაც ონლაინ-რეჟიმში მოუწია და უმაღლესი სასწავლებლის კარის შეღებაც. იმოქმედა თუ არა ამან ანას განწყობასა და მოტივაციაზე? - რა თქმა უნდა! Etaloni.ge- როგორც გაუმხილა, პანდემიის გამო ბევრი რამ დაკარგა და ისიც დასძინა, რომ მცოდნოდა, ონლაინ-სტუდენტობა მომიწევდა, შეიძლება, არც გავსულიყავი ეროვნულ გამოცდებზეო.

- პირველი კურსის სტუდენტი ვარ, როგორც ყველა, მეც ონლაინ რეჟიმში ვსწავლობ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ძალიან გამიჭირდა, უხარისხო ინტერნეტკავშირმა ბევრი პრობლემა შექმნა და მიუხედავად იმისა, ახლა გარკვეულწილად, დასტაბილურდა სიტუაცია, ლექციებზე დასწრების კუთხით, ბევრ ახალგაზრდას მაინც აქვს ეს პრობლემა და ამიტომ განათლების ხარისხიც დაბალია. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ვარ და ვიცი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი.

 - სკოლა ონლაინ-რეჟიმში დაამთავრე, დისტანციურად სწავლობ უმაღლესში, თავის დროზე, კი სკოლაში 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ შეხვედი...

- სკოლაში შესვლის პერიოდიც რთული იყო ფსიქოლოგიურად, მე-12 კლასიც - რადგან როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა მომზადება, სწორედ მაშინ ჩავიკეტეთ; აღარაფერს ვამბობ უმაღლესში დისტანციურ სწავლებაზე - ერთმანეთთან უშუალო კომუნიკაცია ვერ დავამყარეთ და მხოლოდ ვირტუალურად გვიწევს ურთიერთობა.

- არ იცნობ კურსელებს?

- მხოლოდ ვირტუალურად.

- და როგორი ურთიერთობები ყალიბდება ამ დროს?

- ურთიერთობას ნაკლებად ვუწოდებდი...  ის ემოციები, რაც უშუალო კომუნიკაციას ახლავს, არ გვაქვს. ეს ყველაფერი მონიტორიდან ნამდვილად არ მოდის.

- ლექტორებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ეს კიდევ უფრო რთული საკითხია; ახალგაზრდები კიდევ ვახერხებთ კომუნიკაციას, ლექტორებთან კი საქმე ასე მარტივად არაა.

- ეს ყველაფერი სწავლის ხარისხზე მოქმედებს?

- მგონია, რომ მოქმედებს... ხშირად მესმის -  ვისაც სწავლა უნდა, ონლაინ-რეჟიმშიც ისწავლისო, მაგრამ ვერ დავეთანხმები. ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი მოტივაცია ყველაფრის მიმართ, მაგრამ მეც კი თავს შექმნილი სიტუაცია უარყოფითად მოქმედებს მოტივაციაზე; დიდი მონდომებაც არ მოდის ლექტორებვაძალებ, რომ ვისწავლო... ისა თუ სტუდენტებისგან... ამიტომ, გარკვეულ დონეზე, ეს აფერხებს სწავლის პროცესს.

- ეროვნული გამოცდები რომ შეაფასო - იყო თუ არა გათვალისწინებული პანდემიური ფონი?

- მგონია, რომ პანდემია და შექმნილი სიტუაცია ნამდვილად იყო გათვალისწინებული.

- ანა, რომ გცოდნოდა, ონლაინ-სტუდენტობა მოგიწევდა, ეროვნულ გამოცდებზე გახვიდოდი?

- ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ონლაინ-რეჟიმში მომიწევდა სწავლა და სიმართლე გითხრათ, ეს რომ მცოდნოდა, ეროვნულ გამოცდებზე ნამდვილად არ გავიდოდი... არაფორმალურ განათლებას მივიღებდი და წელს ასე არ დავკარგავდი.

- ეს დრო დაკარგულად მიგაჩნია?

- ასე გამოდის, რადგან ვერ ვიღებ სასურველ განათლებას; არ მაქვს სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტური ურთიერთობები... აქედან გამომდინარე, რომ მცოდნოდა, სწავლა დისტანციურ რეჟიმში იქნებოდა, ნამდვილად დავფიქრდებოდი და სხვა საქმეს მოვახმარდი ჩემს დროს თუ ენერგიას.

- სტუდენტების სასაუბრო თემა ონლაინ-სივრცეში რა არის?

- იყო პერიოდი, როცა სწავლის გადადება-არგადადების საკითხი იდგა და ყოველ დილას ერთმანეთს ვუზიარებდით ინფიცირების სტატისტიკას; ვფიქრობ, მეორე სემესტრი რომ დაიწყება, ისევ კორონას ამბების განხილვით ვიქნებით დაკავებულები.

- ეს დიდი სტრესია, ხომ?

- რა თქმა უნდა! რეგიონიდან თბილისში წამოვედი საცხოვრებლად, ფსიქოლოგიურად მოვემზადე ამ ყველაფრისთვის, თავს ვაგუებდი დამოუკიდებელ ცხოვრებას, მაგრამ მერე ისე მოხდა, კურსელებიც კი ვერ გავიცანი. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ბევრი რამის ხალისი წამართვა და ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება