TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაგვამცირეს, გადაგვიარეს და კიდევ ფიქრობენ როგორ გაგვირთულონ ცხოვრება, ხმა უნდა ამოვიღოთ“ - არიან თუ არა პედაგოგები საცდელი ობიექტები?
15-12-2020
-
+


„ხმა უნდა ამოვიღოთ, გავაგებინოთ რომ არ ვართ მათი საცდელი ობიექტები“ - საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ელზა ბადაშვილი სოციალურ ქსელში მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში 2010 წლიდან 2019 წლის ჩათვლით პედაგოგთა გამოცდების ფორმატთან და აქტივობებთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებზე საუბრობს და მასწავლებლებს ხმის ამოღებისკენ მოუწოდებს.

ელზა ბადაშვილის მიერ გაკეთებულ ანალიზს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

 „გადავხედოთ მასწავლებელთა სქემის ისტორიას:

  1. 2010-2014 წლები - ჩვენზე მზრუნველებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დიპლომებს გადამოწმება სჭირდება და შემოიტანეს საგნის გამოცდა. ამასთან ერთად მარტო საგანი საკმარისი არ არის და პროფესიული უნარებიც ჩავაბარებინოთო. (შენიშვნა: 2011 წელს პირველად ჩატარდა სასერტიფიკაციო გამოცდა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთათვის, რომლებიც I - IV კლასებში სამ ძირითად საგანს - ქართულ ენასა და ლიტერატურას, ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკას - ასწავლიან)
  2. 2015 -2016 წელი - დარჩა მხოლოდ საგნის გამოცდა ჩასაბარებელი; +პროფესიული უნარების კურსი (ამ კურსის გაკეთებას თავი ვერ მოაბეს);
  3. 2017-2019 წელი - არა საგნის გამოცდა არ არის საკმარისიო და ისევ შემოიტანეს პროფესიული უნარების გამოცდა, თან დაამატეს , 1-4-7- კრედიტსაც თუ დააგროვებთ(გამოცდის არასრულად ჩაბარება) დანარჩენი ტრენინგებით და რაღაც აქტივობებით შეივსეთო.

აი, აქ დაიწყო პრინციპში სწორი ღელვა, ვისაც 10-10 ქულაზე ქონდათ ჩაბარებული გამოცდები - და ვინც 1-4-7 კრედიტი აიღო. მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ არ გამომდის, სისტემამ უთხრა მასწავლებელს (რასაც ხშირად მასწი ბავშვს ეუბნება - გაჩუქებ 5-იანს და გადაგიყვან კლასიდან კლასშიო) ვაი, თქვე საცოდავებო, 1 ან 4 კრედიტი მაინც მიიღეთ, როგორღაც პრაქტიკოსიდან უფროსის სტატუსზე გადაგაჩანჩალოთო. გამოცდებზე გასვლა იყო ნებაყოფლობითი.

  1. 2019- წელი - ამ წლის 23 მაისს "ისტორიული" დადგენილება მიიღეს,სადაც "პრაქტიკოსი მასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს საგნობრივი კომპეტენცია იმ საგანში/საგნობრივ ჯგუფში, რომელსაც ასწავლის" - ეს ნიშნავს - ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნებიდან ერთ-ერთი საგნის კომპეტენციის დადასტურების შემდგომ, შესაძლებელია მასწავლებელმა ასწავლოს ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნები - კონკრეტულად კი ბიოლოგიის უფროს მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს - ფიზიკა და ქიმია; გეოგრაფიის მასწავლებელს - ისტორია; მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს - ფიზიკა და ტექნოლოგიები; ფიზიკის მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს - მათემატიკა და ტექნოლოგიები და ა. შ.

- ეს უკვე სრული ქაოსია სისტემისთვის!

აღარაფერს ვამბობ, სქემის ისეთ მოთხოვნაზე როგორიცაა მაგ. კვლევაა, ეს იგივე სადოქტოროა, ისეთი მოთხოვნები აქვს, რომელსაც მე 3 წელი ვამზადებდი, მყავდა ხელმძღვანელი და "მასწი" აზრზე არაა, იძულებულია იყიდოს, ბევრი წამიკითხავს და ახლაც რომ ამოყაროთ რა კვლევებია გული გაგისკდებათ, ბევრმა თავადაც იწვალა, მაგრამ როცა არ იცი, ხელმძღვანელი არ გყავს რა გამოგივა?...

5. ახლა ხომ ხართ ყველა უფროსები, ხოდა მაინც არ დაგანებებთ თავს 360 გრადუსით უნდა გატრიალოთო, მე ზემოდან უნდა დაგაკვირდეო და სკოლაში კიდევ ხარისხის განვითარების ჯგუფი დაგაკვირდებაო...

- უფროსი მასწავლებელის ვალდებულებაა ს/წლის მანძილზე ჩაატაროს 3 გაკვეთილი, წამყვანმა - 2 და მენტორმა - 1, რომელსაც უნდა დააკვირდეს დირექტორი ან ხარისხის განვითარების ჯგუფი. სასწავლო წლის განმავლობაში, უნდა გაიარონ ტრენინგები... კიდევ იმდენი ვალდებულებები გაქვთ აღარ გავაგრძელებ.

დასკვნის სახით კი:

- აბა, არ ვართ საცდელი კურდღლები?

მოკლედ, ეს არათანმიმდევრული და დამამცირებელი მიდგომა ღირსებას თუ არ გილახავთ, მაშინ მაპატიეთ. და ვინც ფიქრობს, რომ დაგვამცირეს, გადაგვიარეს, ახლა კიდევ თავის თბილ კაბინეტებში სხედან და ფიქრობენ როგორ გაგვირთულონ ცხოვრება - ხმა უნდა ამოვიღოთ, გავაგებინოთ, რომ არ ვართ მათი საცდელი ობიექტები. დიპლომიც გვაქვს, სტაჟიც და ჩვენთვის ნამდვილი მასწავლებლებისთვის - პირველი შეფასება დირექტორი და შეფასების თუ ხარისხის ჯგუფები, მასწავლებლის სახლის დამკვირვებლები და ა.შ. კი არა, არამედ - მოსწავლე, ჩვენი მოსწავლეები არიან, რომლებსაც ასე დაგვაშორეს“, - წერს ელზა ბადაშვილი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება