TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა

„ერთეულების ხვედრია, იყო გამორჩეული“- სოფელ არეშფერანის სკოლის დირექტორი, თამაზ კაპანაძე „ეტალონთან“ ერთად გატარებულ დღეებს იხსენებს
30-10-2017
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის სკოლის დირექტორი თამაზ კაპანაძე, რომელიც სკოლას უკვე 21 წელია მართავს, Etaloni.ge-სთან თავისი მოსწავლეების შესახებ საუბრობს. 

სკოლას ბევრი გამორჩეული მოსწავლე ჰყავს, შარშანდელი „ლაგოდეხის ეტალონმა მოსწავლემ“ ნიკოლოზ ხოზრევანიძემ, 2013 წლის „ეტალონის“ ფინალისტმა, ნინელი ბარბაქაძემ და უამრავმა სასახელო ახალგაზრდამ სწორედ არეშფერანის სკოლაში მიიღო ის მოტივაცია, განათლება და სიყვარული, რამაც მათი წარმატება განაპირობა.

როდესაც არეშფერანის სკოლაში დავიწყე მუშაობა, საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, 27 წლისა კი უკვე დირექტორი გავხდი. ჩემს მოსწავლეებთან საკმაოდ დიდ დროს ვატარებ, როცა საჭიროა ვუბრაზდები კიდეც... პირველ რიგში ჩვენ მეგობრები ვართ“- გვიზიარებს თამაზ კაპანაძე და ''ეტალონთან'' ერთად გატარებულ 11 წელზე გვესაუბრება.

„შარშანდელი „ეტალონი მოსწავლე“ ნიკოლოზ ხოზრევანიძე უკვე მეათე კლასის მოსწავლეა. გაათმაგებული ძალებით სწავლობს. ინტელექტ-შეჯიბრმა იგი უფრო თავდაჯერებული გახადა, მიხვდა, რომ წარმატებისთვის ბევრი კითხვა და სწავლაა საჭირო.“

- რა შეცვალა პროექტმა „ეტალონმა“ თქვენს სოფელში?

- 11 წლის წინ, როდესაც „ეტალონი“ ახალი დაწყებული იყო, ძალიან მინდოდა, რომ ჩემი სკოლა ამ პროექტში ჩამერთო. მსურდა, ჩემი სკოლის წარმატებულ მოსწავლეებს თავი გამოეჩინათ... 2013 წელს არეშფერანის სკოლის მოსწავლე, ნინელი ბარბაქაძე ფინალში, მეორე ადგილზე გავიდა. ნიკოლოზ ხოზრევანიძე კი 2016-2017 სასწავლო წლის ''ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ გახდა.

''ეტალონმა'' ჩემს მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაცია აუმაღლა, ზოგადად, ყველა სფეროში უფრო მეტი განათლება მიიღეს. თითოეულ მონაწილეს სურვილი აქვს, რომ „ეტალონის“ ფინალურ ეტაპამდე მიაღწიოს, თავი წარმოაჩინოს. ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ შრომისა და სწავლის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მთავარი კი ის არის, რომ ფინალში გასული მოსწავლეების უმრავლესობა უკვე წარმატებული ადამიანია. 

- ''ეტალონი'' შემოქმედებით გუნდს თქვენმა სკოლამ და სოფელმა დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო...

- ''ეტალონის'' გუნდის და ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის დასახვედრად მთელი სოფელი ემზადებოდა. დაგეგმილი გვქონდა, რომ მეორე ტურში გასული მოსწავლეები და მათი მშობლები ლაგოდეხში ჩვენი სკოლის ავტობუსით წავიდოდით. ასევე მთხოვეს მეზობელი სკოლის დირექტორებმა, რომ მათი სკოლის მოსწავლეებიც წამეყვანა. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი რომ ჩვენთან ერთად იმგზავრებდა არ ვიცოდით. ეს სიურპრიზი იყო. 

2017-2018 წლის „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად, ყველა ერთად წავედით. ძალიან დიდი დღესასწაული გამოგვივიდა. რაც მთავარია, ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ. ის შთაბეჭდილებები დღემდე გამოგვყვა. 

- თქვენ ბათუმში გამართულ, ''ეტალონის'' გრანდიოზულ ფინალს დაესწარით, სადაც 2016- 2017 სასწავლო წლისსაქართველოს ეტალონი მოსწავლეგამოვლინდა. მაშინ აღნიშნეთ, რომ სადღესასწაულო ღონისძიება თქვენთვის და თქვენი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო...

- ბათუმის ფინალი, მართლაც, დაუვიწყარი იყო. პირადად მე, ისეთი დაძაბული გრაფიკი მაქვს, ვერასდროს მოვახერხებდი ჩემს მოსწავლეებთან ერთად ასეთი ლამაზი დღეების დაგეგმვას.

ბათუმში 25 კაციანი დელეგაციით წავედით. ტრანსპორტირება გამგეობამ ნაწილობრივ დაგვიფინანსა. წამოვედით ლაგოდეხიდან, წარმოიდგინეთ უკიდურესი აღმოსავლეთიდან მოვდიოდით უკიდურეს დასავლეთში, უნდა გამოგვევლო მთელი საქართველო. მინდოდა ნიკოლოზ ხოზრევანიძის გულშემატკივრებისთვის პატარა ტური დამეგემა. სამი დღე ვიყავით ბათუმში და მოვინახულეთ უამრავი საინტერესო, ღირსშესანიშნავი ადგილი. რომ არა „ეტალონი“, ასეთ საინტერესო მოგზაურობას ვერასდროს დავგეგმავდით.

ჩემი ვაჟი ჯერ პატარაა, მეხუთე კლასშია, ქალიშვილი კი მერვეში, მან „ეტალონის“ ინტელექტ- შეჯიბრში მეექვსე ადგილი დაიკავა. ბავშვებმა საკუთარი თვალით ნახეს თუ რას ნიშნავს იყო „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“, ასახელო შენი მხარე, სკოლა...

- რას ურჩევდით თქვენი სკოლის მოსწავლეებს, როგორია თამაზ კაპანაძის წარმატების ფორმულა?

- 21 წელია არეშფერანის სკოლის დირექტორი ვარ. როდესაც საჭიროა ჩემს მოსწავლეებს ვუბრაზდები კიდეც, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ.

მინდა ჩემს მოსწავლეებს მივმართო და ვუთხრა, რომ წარმატების მისაღწევად დაუღალავი შრომაა საჭირო. ერთეულების ხვედრია, იყო გამორჩეული, ამ ყველაფერს კი ძალიან ბევრი შრომა და განათლების მიღება სჭირდება. ვისურვებ, რომ ჩემი მოსწავლეები ამ ერთეულებს შორის იყვნენ და საქართველო ასახელონ.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

რა კომპეტენცია უნდა ჰქონდეს ძირითად მასწავლებელს სასწავლო პროცესის წარმართვისთვის

მასწავლებელი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს - 50 წლამდე ქალი გეოგრაფიას ასწავლიდა

სკოლებში სუფთა წერის პრაქტიკას აბრუნებენ, მასწავლებლებს კი მობილურის გამოყენება ეკრძალებათ - ახალი სასწავლო წლის ცვლილებები შვედეთში

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

მესტიის N1 სკოლის დირექტორი გვეუბნება რა უნდა იყოს სახელმძღვანელობის შექმნისას გათვალისწინებული 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი მზიანა მერლანი პასუხობს

სკოლები

გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერებითა და მცირე სცენებით წარმოაჩინეს დედის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სალონურ გარემოში ავტორმა წაიკითხა საკუთარი ლექსები

საინტერესო

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

„ვიმედოვნებთ მინიმუმამდე შემცირდება მოსწავლეებს შორის ბულინგი“ - დირექტორები სასკოლო ფორმების უპირატესობაზე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება