| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი მიმდინარეობს 2016 წლის ოქტომბრიდან და დღეს გრანდიოზული ფინალით - „საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენით დასრულდება.
ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებიც წარადგენენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველ ქალაქებს, ქალაქ თბილისის 10 რაიონს, აფხაზეთის ა/რ სკოლებს, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტს - მათ შორის გამოვლინდება 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.
ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
გაეცანით საყურადღებო სტატისტიკას: 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 1833 სკოლას (პროექტში ჩართვის შესაძლებლობის მქონე სკოლების 96,4%), პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 39.416 მოსწავლეს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეთა რაოდენობაა 5.475. ღონისძიებებზე დასმწრე გულშემატკივართა და პირდაპირ დაინტერესებულ პირთა რაოდენობაა 157.664 ადამიანი.
ღონისძიების პარტნიორებია: ქალაქ ბათუმის მერია და საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული პრემიის მფლობელი პედაგოგების ათეული ცნობილია
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად