TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარდასახვა, ერთი -ერთში“ - ბათუმის N20 სკოლის „მკითხველთა კლუბის“ წევრებმა პროექტი განახორციელეს
09-12-2020
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ ფუნქციონირებს. კლუბის წევრებმა, დაწყებითი კლასების პედაგოგის მარინა ზოსიძის ხელმძღვანელობით, პროექტი - „გარდასახვა, ერთი -ერთში“ განახორციელეს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟის როლები მოირგეს.

„ამ საღამოს გული ისე გამითბო ჩემი პატარების გარდასახვამ, რომ გადავწყვიტე ჩვენი მუშაობის შედეგები თქვენთვისაც გამეზიარებინა.

ერთხელ ჩემი პროფესიის გზამკვლევის (ალბათ ბევრი გაიგებს, ვის ვგულისხმობ) პოსტი წავიკითხე, რომლითაც პედაგოგებს მიმართავდა, რომ აკეთეთ საქმე უხმაუროდ, თქვენთვისო. ამას არ უნდა საქვეყნოდ გამომზეურებაო... მეც გავითვალისწინე და გავჩუმდი, თუმცა ახლა რატომღაც მომინდა, ზოგი რამ სამზეოზე გამოვიტანო! მიმდინარე სასწავლო წელს ჩემი კლასის ბაზაზე ფუნქციონირებს „მკითხველთა კლუბი“. კლუბში გაერთიანებულია კლასის ყველა მოსწავლე. მკითხველთა კლუბის მთავარი გზავნილია - „წიგნი არის ოცნება, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო“. სწორედ ამ გზავნილიდან გამომდინარე კლუბის ყველა წევრმა დაიჭირა ეს საოცნებო წიგნი შემთხვევით, გათამაშების პრინციპით და დაიწყო კითხვა. თითოეულ მათგანს სჯერა, რომ „ყოველი კარგი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს“. წიგნის მიერ გადაშლილი ახალი სამყაროს შემეცნებას მოერგო პროექტი - „გარდასახვა, ერთი -ერთში“. ვფიქრობ ჩემმა პატარებმა ძალიან ლამაზად მოახერხეს გარდასახვა და მოირგეს პერსონაჟის როლი. დიდი მადლობა მოსწავლეებსა და მშობლებს მაღალი პასუხისმგებლობისათვის . პანდემიისა და ონლაინ სწავლების მიუხედავად, ჩვენ ერთად შევძლებთ ყველა გამოწვევასთან გამკლავებას. პ.ს ტექნიკური მხარდაჭერისათვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ქეთის, რომელიც ყოველთვის მზადაა დახმარებისათვის. (შესაბამისი უნარ-ჩვევები ძალიან მაღალი აქვს, ვაღიარებ!!!) და ბოლოს, გაგრძელება იქნება ...“, -აღნიშნავს დაწყებითი კლასების პედაგოგი მარინა ზოსიძე.

იხილეთ ვიდეოები

'












კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება