სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუკი მასწავლებელი ხარ მოწოდებით, არც ზედმეტი ყვირილი გიწევს, უშუალო ურთიერთობასაც ადვილად ამყარებ და წარმატებული მოსწავლეებიც გყავს“
14-12-2020
-
+


გურამ ხახუტაიშვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ალამბრის საჯარო სკოლაში სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელია, თუმცა მანამდე, წლების განმავლობაში, გეოგრაფიის მასწავლებლად მუშაობდა და არაერთი თაობა გაზარდა. დღემდე ამაყობს თავისი სახელოვანი მოსწავლეებითა და თავისი სკოლით - დირექტორით, პედკოლექტივით. Etaloni.ge-სთან ინტერვიუს დროს თქვა, მათზე საუბარი არასოდეს მომწყინდებაო და არცაა გასაკვირი, ბატონი გურამის ცხოვრება სკოლის გარეშე წარმოუდგენელია; და დღეს, როდესაც, დისტანციური სწავლება კვლავ აქტუალურია, ჩვევას ვერ ღალატობს - სკოლაში ყოველდღიურად მიდის, უვლის ყვავილებს და საკუთარ გულისტკივილზე გვესაუბრება, რასაც ცარიელი, ბავშვების გარეშე დარჩენილი სკოლა განაპირობებს.

- რთულია, შეეგუო არსებულ ვითარებას. ჩვენი სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა და მიუხედავად იმისა, მოსწავლეებიც, მასწავლებლებიც ყველაფერს აკეთებენ, სასწავლო გეგმას არ ჩამორჩნენ, გარკვეული ხარვეზები მაინც გვაქვს: ხან შუქი ქრება, ხან ინტერნეტკავშირი არ არის, ზოგ მოსწავლეს კი საერთოდ არ მიუწვდება ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებთან... ბავშვები ამბობენ - ოღონდ სკოლაში დავბრუნდეთ და  აღარ ვიზარმაცებთო.

- რთულია, ალბათ დაცარიელებული სკოლის ხილვა, ბატონო გურამ?

- ასეთი საშინელი პერიოდი, სიმართლე გითხრათ, არ მახსენდება, არადა, ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბევრი სირთულე მახსოვს, თუნდაც 90-იან წლებში; მაგრამ სწავლა მაშინაც არ შეწყვეტილა მიუხედავად ურთულესი პირობებისა. მასწავლებელი ხელფასით მხოლოდ პურის ყიდვას თუ ახერხებდა, მაგრამ სახლში არავინ დამჯდარა. დღეს კი რაც ხდება, საშინელებაა.

- როდის დაუკავშირდა თქვენი ცხოვრება სკოლას?

- 1980 წელს დავიწყე მუშაობა. გეოგრაფიის მასწავლებელი ვიყავი, ბევრმა თაობამ გაიარა ჩემ თვალწინ...

- მასწავლებლობა უფრო ადვილია თუ სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელობა?

- მასწავლებლობა გაცილებით იოლია, სასწავლო ნაწილს კი უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია პედაგოგების, მოსწავლეებისა და ზოგადად, მთელი სკოლის წინაშე.

- თანამედროვე ბავშვებთან ურთიერთობაც რთულია?

- სამ ნაწილად შეიძლება პერიოდების დაყოფა - თაობები 1987 წლამდე, სხვანაირი იყო, პარტიული იდეოლოგიით; 90-იანებში სხვა შეხედულებები წამოვიდა წინა პლანზე, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, მასწავლებელიც უნდა გადაეწყოს ამ ყველაფერზე... მაშინ გაჯავრებასაც, დატუქსვასაც თავისი ფორმა ჰქონდა, ახლა კი ეს მიდგომები უფრო ფაქიზია. თაობას რაც შეეხება - განსაკუთრებული ბავშვები მოდიან და თუკი მასწავლებელი თანამედროვე მიდგომებს გამოიყენებს, გაკვეთილზე მოსწავლეების დაინტერესება არ გაუჭირდება - ბავშვები ისრუტავენ ნებისმიერ ინფორმაციას, რასაც მიაწვდი.

- მიდგომები ახსენეთ მოსწავლეებისადმი, რომელიც ადრე ბევრად მკაცრი იყო, დღეს მოსწავლე-მასწავლებელს შორის უფრო მეგობრული ურთიერთობებია. თქვენი აზრით, რომელი ჯობს?

- ჩემი მაგალითიდან გეტყვით - ამდენი წელია სკოლაში ვმუშაობ, ბევრმა მოსწავლემ გაიარა ჩემს ხელში და არ მახსოვს, რომელიმე მათგანზე ხელი აღმემართა - ყოველთვის ვიყავი მეგობრული; თუ შევატყობდი, რომ მოიწყინეს, მოდუნდნენ, გონება გაეფანტათ, სხვა რამეზე გადამქონდა ყურადღება, შემდეგ ვუბრუნდებოდით გაკვეთილს და ამას ყოველთვის ჰქონდა შედეგი. მეგობრული ურთიერთობა ბევრის მომტანია. თუკი მასწავლებელი ხარ მოწოდებით, არც ზედმეტი ყვირილი გიწევს, უშუალო ურთიერთობასაც ადვილად ამყარებ და წარმატებული მოსწავლეებიც გყავს. სწორედ ასეთი პედაგოგები ჰყავს ჩვენს სკოლას, რომლის დირექტორიც, ჩემი ყოფილი მოსწავლეა.

- ამაყობთ საკუთარი მოსწავლეების წარმატებით?

- რა თქმა უნდა... არასოდეს მომწყინდება მათზე საუბარი.

- როგორც ვიცით, თქვენი მეუღლეც მასწავლებელია, ალბათ თქვენი შვილებისთვის ეს ორმაგი პასუხისმგებლობა იყო.

- რა თქმა უნდა... მათ ყოველთვის მეტი მოეთხოვებოდათ და არაერთხელ უთქვამთ - რა იქნება, დედა სხვა სკოლაში გადავიდეს მასწავლებლად, ჩვენს ჭკუაზე, შატალოზეც ვერ წავსულვართო.  


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება