TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კუმისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებელ ნანა ფალიაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს
07-12-2020
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის კუმისის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და  მრავალფეროვანი გაკვეთილების ჩატარებას უსურვებს. პედაგოგმა გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა და დამკვირვებლისგან დადებითი შეფასება მიიღო.

„ჩვენს ერთფეროვნებით გადაღლილ ყოფაში იშვიათად, მაგრამ მაინც გამოჩნდება ხოლმე სინათლის სხივი, ადამიანს გულს რომ გაგითბობს და  მომავლის იმედს გისახავს. სწორედ ასეთ სხივად  მოევლინა  ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფელ კუმისის საჯარო სკოლას ახალი ამბავი, რომელიც ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილის  წარმატებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლდათ.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩატარებული გარე დაკვირვების  ონლაინ გაკვეთილი დადებითად შეფასდა  სპეციალისტების მიერ  და  მოიპოვა წამყვანი პედაგოგის სტატუსი.  ამაზე  სასიხარულო რა უნდა იყოს? როცა ადამიანი არ უშინდები შექმნილ სიტუაციას, პანდემიის მიუხედავად, აგრძელებ ბრძოლას დასახული მიზნისაკენ - ეს არის სწორედ ჭეშმარიტი პროფესიონალიზმი.

კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა: „შრომა უდიდესი სიქველეა ამქვეყნად და არც არავის ამშვენებს ისე ვაჟკაცს,  როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე“. სწორედ შრომაში გამოჩენილ სიმამაცედ ითვლება მასწავლებლის ძალისხმევა, რომელსაც სურს პროფესიული თვალსაზრისით  უფრო დაოსტატდეს, გადალახოს ყველა დაბრკოლება, მაქსიმუმი გააკეთოს თავისი მოსწავლეებისათვის და სრულყოს   მათი ცოდნა.

სტატუსის ამაღლება  თავისთავად წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჭეშმარიტი პროფესიონალისთვის არ არსებობს გაჩერების მიზეზი, ის აგრძელებს სვლას  დასახული მიზნისაკენ და აღწევს კიდეც წარმატებას.  თუ  ქვეყანაში ყველა ადამიანი პასუხისმგებლობით მოეკიდება თავის საქმეს, პრობლემების მოგვარება შესაძლებელია. მთავარია არ გაჩერდე, არ დანებდე, არ დაკარგო იმედი, იარე წინ!  

ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის  სოფელ  კუმისის საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ქიმიის მასწავლებელ ნანა ფალიაშვილს ამ წარმატებას, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილების ჩატარებას უსურვებს“,-წერია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

პატარებმა, დამრიგებლის - მაგდა სივსივაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება