სიახლეები
სიახლეები

„სამწუხაროდ ბევრჯერ ამოვიკითხე, რომ მასწავლებლები სახლში სხედან და არაფერში იღებენ ფულს“ - პედაგოგის პოსტი სოციალური ქსელიდან
25-11-2020
-
+


მასწავლებელი ნათია უჩავა სოციალური ქსელის პირად გვერდზე საჯარო პოსტს აქვეყნებს, სადაც მასწავლებლების დაუფასებლობაზე და კრიტიკაზე წერს. როგორც პედაგოგი ამბობს, მასწავლებლები დისტანციურად უფრო მეტს დროს ანდომებენ საქმეს, საკუთარი საქმეების ხარჯზეც კი და სამაგიეროდ კრიტიკას იღებენ: იცით რამდენ წყენას და იმედგაცრუებას ვყლაპავთ ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რომელიღაც უმადურ კომენტარს ამოვიკითხავთ?! - წერს ნათია უჩავა. 

პედაგოგის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებულ პოსტს, რომელსაც ბევრი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა, ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

„სამწუხაროდ ბევრჯერ ამოვიკითხე, გავიგე და ვნახე მასწავლებლების მიმართ თითის გაშვერისა და მათი გაუფასურების მცდელობა.

რომ თურმე დისტანციური სწავლება არაფრის მომცემია და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რომ მასწავლებლები სახლში სხედან და არაფერში იღებენ ფულს, რომ მასწავლებლები ვერ ატარებენ საინტერესო გაკვეთილს და კიდევ ვინ მოთვლის, ენას ძვალი არ აქვსო და ჰო, ასეც არის.

თქვენ, ვინც ასე, ან მსგავსად ფიქრობთ, იცით რამდენ შრომას წევს მასწავლებელი ისე, რომ არც ამბობს და არ ახმოვანებს ამას?!

თქვენ იცით რამდენი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილებს ისეთ დროს, როდესაც საკუთარი შვილებისთვის გასამზადებელი აქვს სადილი?!

იცით რამდენი მასწავლებელი იძინებს გამთენიისას იმიტომ, რომ მეორე დღისთვის მოამზადოს რესურსები ?!

არ ვიცი, ხან მგონია რომ იცით და ძალით იბრმავებთ თვალს.. ან თუ არ იცით, ახლა მაინც იცოდეთ.

ის, რომ დისტანციური სწავლების დროს მოსწავლე ვერ იღებს ისეთ ხარისხიან განათლებას და კიდევ ბევრ ბენეფიციარებს, რაც სკოლაში გატარებულ დროს თან ახლავს ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ, როგორ გგონიათ ადვილია ეკრანის მიღმა მოსწავლეებთან ისეთი კომუნიკაციის დამყარება, რომ ჩაწვდე ვინ გაიგო, ვერ გაიგო, რამდენად გისმენენ ან არ გისმენენ?

როდესაც მასწავლებლებს ცოცხალი ურთიერთობის საშუალება არ გვაქვს მოსწავლეებთან და ვცდილობთ რაღაცნაირად ჩვენთან დავტოვოთ ბავშვები, მათი ყურადღება არ დავკარგოთ,ინტერესი შევუნარჩუნოთ, იცით ეს რის ფასად გვიხდება?! არ იცით.

ან იმაზე თუ გაქვთ წარმოდგენა, გაკვეთილების ჩატარების გარდა, რამდენ საათს ვატარებთ კომპიუტერთან სხვადასხვა რესურსების მომზადებაში, დავალებების შესწორებაში რომლის დაწერაც ბევრ მოსწავლეს ეზარება?!!! და თუ საყვედურს გამოხატავ შეუსრულებელ ან დაგვიანებულ დავალებაზე, აქეთ რომ აქვთ პრეტენზიები, რომ არ უნდა ვითხოვდეთ თურმე? (თითქოს დავალებების შესწორება მასწავლებლების საყვარელი საქმიანობა იყოს) არც ეს არ იცით.

მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან იყურებით ასეთი ადამიანები.

მხოლოდ საკუთრი დისკომფორტია პრიორიტეტი და არაფრად აგდებთ სხვის, თქვენი საკუთარი შვილის პედაგოგებს!

რამდენი გამოწვევის წინაშე ვდგავართ მასწავლებლები, ყოველდღე ტრენინგებს ვესწრებით, ვასრულებთ დავალებებს და სხვადასხვა მითითებებს და + გაკვეთილებს ვგეგმავთ. ეს იცით რისი პასუხია? იმის, რომლებიც ამბობთ რომ სამსახურში დადიხართ და დრო არ გაქვთ დავალების მომზადებაში დახმარებოდით ბავშვს, რომ თქვენც დაღლილი ხართ, რომ თქვენთვისაც მძიმე დროა და დიახ, არც ჩვენთვის არის ადვილი, მაგრამ ვინმე ეკითხება, უსმენს მასწავლებელს? არა. გაგიკვირდებათ და არც ვსაუბრობთ ამაზე ხმამაღლა.

ჩემს გარშემო მყოფ ბევრ მასწავლებელს ,,თავზე აზის ბავშვი" სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან ბაღი დაიხურა და მაინც, ცდილობს სრულყოფილი გაკვეთილი ჩაატაროს.

იცით, რომ დისტანციურ სწავლებას ორჯერ,სამჯერ მეტი შრომა სჭირდება ვიდრე სკოლაში ჩატარებულ გაკვეთილებს? არ იცით.

იცით რამდენ წყენას და იმედგაცრუებას ვყლაპავთ ყოველდღიურად, როდესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელში, რომელიღაც უმადურ კომენტარს ამოვიკითხავთ?! გულში ეკლებივით როგორ გვესობა ყველა უსამართლო და დაუმსახურებელი შრომა?! ხანდახან მგონია, რომ ვერასდროს დააფასებენ ასეთი ადამიანები მასწავლებლების ტოტალურ შრომას, რადგან ეს მხოლოდ შ ე გ ნ ე ბ უ ლ ადამიანებს შეუძლიათ.

უბრალოდ ადამიანები უნდა მიეჩვიონ ერთმანეთის შრომის პატივისცემას.

ყოველთვის უნდა ახსოვდეს ნებისმიერ მშობელს, რომ მასწავლებლებთან თანამშრომლობით ბევრად მეტ შედეგს ღებულობს, ვიდრე არ ჩართულობით.

იცით როგორ უხარია ყველა მასწავლებელს მშობლის ყურადღება? სასწაულად! ყველა შესრულებულ დავალებაში იგრძნობა პატივისცემა, ყურადღება. როდესაც შენთან ერთად ფიქრობს და მხარს გიჭერს წამოწყებებში. როდესაც საინტერესო პროექტს სთავაზობ და აქტიურად ერთვებიან მშობლები მოსწავლეებთან ერთად. (დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით მშობლის ჩართვის გარეშე ბევრჯერ არ გამოდის პროექტი.) ამაზე მეტად არაფერი ახარებს მასწავლებელს. ნებისმიერ საფეხურზე სხვათა შორის.

მერვე წელი დაიწყო რაც მასწავლებლად ვმუშაობ და ამ რვა წლის განმავლობაში დაფასებასთან ერთად, ძალიან ბევრ უმადურობას,დაუნახაობასა და დაუფასებლობას გადავაწყდი.

ამის მიუხედავად მაინც ძველებური შემართებით გამიგრძელებია ჩემი საქმე,რადგან ჩემი მოსწავლეების ერთი გაღიმება,ერთი წარმატება ყველაფერს წონიდა და სწორედ ესაა მასწავლებლობის ჯადოსნური მაგია, რომ არა საქმისადმი ამდენი სიყვარული, ალბათ ამდენი დაუმსახურებელი თითის გამოშვერებით დიდი ხნის წინ მივატოვებდით ჩვენს საყვარელ საქმეს.

პატივისცემით,

ნათია უჩავა. მასწავლებელი!“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განახლებული დოკუმენტი სკოლებსა და უმაღლესებს ეხება - სამინისტრო საჯარო განხილვას იწყებს

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულების ვადები კლასებისა და საფეხურების მიხედვით ცნობილია

საბაზო პროფესიული უნარებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულა, საგამოცდო დრო და ბარიერი ცნობილია

ბაღის უფლებები ვალდებულებები ბავშვებისა და მშობლების წინაშე  

 

 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - საგამოცდო დრო და მაქსიმალური ქულები ცნობილია

პიროვნება

„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე

„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მათთან მეგობრული ურთთიერობების დამყარება“

 

 

სკოლები
„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს და თითოეულ მოსწავლეს“
 

ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში უფროსკლასელებმა დედაენის დღის შესახებ ცოდნა უმცროსკლასელებს გაუზიარეს

უწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმენს „დედა ენის წიგნი“ - აქტივობები და ღონისძიებები 
 ქართული ენის ეროვნულ მნიშვნელობასა და ღირებულებზე ტოლოშის საჯარო სკოლაში ლექცია ჩატარადა

გაკვეთილი ჩაატარეს ქართული ლიტერატურისა და ისტორიის პედაგოგებმა - ცირა გურეშიძემ და ნათია ტაბატაძემ

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება