სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს იწვევს
18-11-2020
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინგლისური ენის პედაგოგებს ონლაინ პლატფორმის გახსნაზე იწვევს. 

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე

მასწავლებლის სახლის განცხადებას ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: 

„ძვირფასო ინგლისურის მასწავლებლებო, მოხარული ვართ, 19 ნოემბერს მოგიწვიოთ ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინ პლატფორმის გახსნის ცერემონიაზე.

მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება არის კოლეგების მიერ მართული ონლაინ პლატფორმა ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. ის გთავაზობთ ფორუმებს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ჩაერთონ სიახლეებისა და მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ გამართულ დისკუსიებში, გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება, მოახდინონ საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია და მიიღონ მონაწილეობა კვლევით საქმიანობაში.

ღონისძიების მსვლელობისას, ბრიტანეთის საბჭო გაძლევთ საშუალებას დაესწროთ სესიებს, რომელთაც წარუძღვებიან მსოფლიოში ცნობილი მომხსენებლები და ექსპერტ-მოდერატორები ინგლისური ენის სწავლების სამყაროდან.

მთელი დღის განმავლობაში ყურადღება გამახვილდება პროფესიული პრაქტიკის ონლაინ ერთობის როლზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და წახალისებაში და მასწავლებელთა საკუთარი პროფესიული განვითარების მიკუთვნებულობის ჩამოყალიბებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დარეგისტრირდით მოკლე ონლაინ ფორმის შევსების გზით. შემდეგ, მიიღებთ ავტომატურ ელ.წერილს დამატებითი ინსტრუქციებით.

სიამოვნებით გვინდა გაცნობოთ, რომ ბრიტანეთის საბჭო ამჟამად მუშაობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორულ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავეხმარებით ინგლისურის ყველა მასწავლებელს საქართველოდან დარეგისტრირდნენ ზემოთ აღნიშნულ პლატფორმაზე და მივცემთ შესაძლებლობას, განაგრძონ ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარება თავიანთ მუნიციპალურ და ქვეყნის ჯგუფებში.

ინიციატივის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პარტნიორი ორგანიზაციები უახლოეს მომავალში გაასაჯაროვებენ. მანამდე, გთხოვთ დაესწარით ჩვენს ღონისძიებას და გაიზიარეთ ჩვენი პროფესიული დღესასწაული. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს ბრიტანეთის საბჭოს ოფისს Tamuna.kvachadze@ge.britishcouncil.org“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება