სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა შედეგები კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში - რა წერია PISA-ს კვლევაში
21-11-2020
-
+


2015 წლიდან 2018 წლამდე საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლები კითხვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში მნიშვნელოვნად არის გაუარესებული - ასეთია  PISA 2018-ის კვლევა, რომელიც ახლა გამოქვეყნდა. 

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, კითხვაში მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით (380 ქულა) საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 784 ქვეყნიდან იმ 49 ქვეყანას შორისაა, სადაც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის 37 წევრი ქვეყნის საშუალო 487 ქულას.

„კითხვაში საქართველოს მოსწავლეთა 36% მიღწევის (მეორე) დონეზე ან მის მაღლა მოექცა (შედარებისთვის, იგივე დონეებზე OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 77% -ია), მაღალი მიღწევის ჯგუფში მოსწავლეთა მხოლოდ 2% აღმოჩნდა (მე-5 და მე-6 დონეები), ხოლო მოსწავლეთა 64% საბაზო (მეორე) დონის ქვემოთაა (დონეები1A, 1B და 1C).

საქართველოს მოსწავლეების მიღწევები კითხვის სამ კომპონენტში შემდეგნაირია: ინფორმაციის მოძიება - 362 ქულა; ტექსტის გაგება-გააზრება - 374 ქულა; შეფასება და რეფლექსია - 379 ქულა. როგორც ამ შედეგებიდან ირკვევა, მოსწავლეებს პირველი კომპონენტის დავალებები განსაკუთრებით უჭირთ. ინფორმაციის მოძიების კომპონენტში მსგავსი მოკრძალებული შედეგი პარალელური და დაბრუნებით ძიების უნარების განუვითარებლობაზე მეტყველებს“, - აღნიშნულია კვლევაში.

სახარბიელო არც მათემატიკაში მიღებული მონაცემებია. მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებლით (398) საქართველო PISA 2018-ში მონაწილე 79 ქვეყნიდან იმ 46 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათემატიკაში OECD-ის წევრი 37 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს (489 ქულა).

„საქართველოს მოსწავლეთა 39% მიღწევის მეორე დონეზე ან მაღლა მოექცა (შედარებისთვის, OECD ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია 76%). მაღალი მიღწევის ჯგუფში (მე-5 და მე-6 დონეები) მოსწავლეთა მხოლოდ 1% აღმოჩნდა, ხოლო მოსწავლეთა 61% დაბალი მიღწევის ჯგუფშია (მე-2 დონის ქვემოთ)“, - წერია კვლევაში.

რაც შეეხება საბუნებისმეტყველო სფეროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსწავლეთა მაჩვენებლები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება საუდის არაბეთის, ლიბანისა და მაროკოს შესაბამისი მაჩვენებლებისაგან.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მოსწავლეთა მაჩვენებლის (383 ქულა) მიხედვით საქართველო იმ 49 ქვეყანას შორისაა, რომლებშიც მოსწავლეთა მიღწევების საშუალო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ სფეროში OECD-ის საშუალოს (489 ქულა).

„მოსწავლეთა განაწილება მიღწევის დონეების მიხედვით. საქართველოდან კვლევაში მონაწილე მოსწავლეთა 36% მოექცა მიღწევის მეორე დონეზე ან უფრო მაღლა (შედარებისათვის, OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელია 78%). მაღალი მიღწევის ჯგუფში (მე-5 და მე-6 დონეები) მოსწავლეთა 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა, ხოლო მოსწავლეთა 64% დაბალი მიღწევის ჯგუფში (მე-2 დონის ქვემოთ) მოექცა“ - აღნიშნულია კვლევაში.

PISA-ს 2018 წლის კვლევაში გამოყოფილია მოსწავლეთა მიღწევების ცვლილების დინამიკა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.  მოკლევადიან პერიოდად მოიაზრება 2015 და 2018 წლის მონაცემების შედარება, ხოლო გრძელვადიან პერიოდად 2009 -2018 წლის კვლევის შედეგების ანალიზი.

„მოკლევადიანი პერსპექტივაში (2015-2018 წლები) საქართველოს მოსწავლეთა მიღწევის მაჩვენებლები კითხვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროებში მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ამასთან, შეფასების თითოეულ ამ ორ სფეროში, 2018 და 2015 წლების შედეგებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანია.

გრძელვადიან პერსპექტივაში(2009-2018 წლები) ქვეყნის მაჩვენებელი ამ ორ სფეროში საწყის (PISA 2009-ის) მაჩვენებლებს მცირედ აღემატება, მაგრამ ეს განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის. PISA 2009+-ის შედეგებთან შედარებით, საქართველოს მოსწავლეთა შედეგები მხოლოდ მათემატიკის სფეროშია გაუმჯობესებული და ორი ციკლის (2009 და 2018 წლების ციკლები) მაჩვენებლებს შორის განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვნია.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) ციკლური ხასიათის საერთაშორისო კვლევაა, რომელიც 2000 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ტარდება.  PISA 2018 ციკლის კვლევაში მონაწილეობა საქართველოდან მიიღო 5 572-მა მოსწავლემ 326 სკოლიდან. PISA 2018-ში 79 მონაწილე ქვეყნიდან 70 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს სკოლების მოსწავლეებმა ტესტი შეასრულეს კომპიუტერულ ფორმატში, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მოსწავლეებმა - ქაღალდზე. 

 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება