სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლას აქვს უფლება მაღალი სტატუსის მასწავლებელს დაბალი სტატუსის მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება გაუფორმოს
04-11-2020
-
+


სკოლაში დასაქმების შემთხვევაში მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს სხვადასხვა კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება, რომელიც სტატუსების მიხედვით იქნება განსაზღვრული. მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში აღნიშნულია ისიც, რომ გარკვეულ შემთხვევებში სკოლა უფლებამოსილია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან  შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს.

როგორც კანონში წერია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ), ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან/სპეციალურ მასწავლებელთან გაფორმდეს შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში აღნიშნულია, რომ  სტატუსების მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დაყოფა მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის და სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციური დატვირთვისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ვალდებულების დაკისრებას და შესაბამისი შრომის ანაზღაურების გაცემას.

წამყვანი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ფუნქცია:

ა) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, ან/და მათთვის რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობა;

ე) მოსწავლეთა საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გამოყენება;

ვ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება;

ზ) სოციალური აქტივობების ინიცირება და სასკოლო/სკოლათშორისი/სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მენტორი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) კოლეგა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და  სხვათა/სასკოლო საზოგადოების ჩართვა ამ აქტივობებში;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობისთვის პროფორიენტაციის, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების და კვალიფიციური კადრების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) სკოლის საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სკოლის განვითარების მიზნით გამოყენება;

ვ) ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების და პროფესიულ ლიტერატურის  გაცნობა და კოლეგებთან გაზიარება;

ზ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების  გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და ერთობლივიპროექტების განხორციელება;

თ) სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნვესაყოფად შესაბამისი რესურსების მოზიდვა;

ი) რესურსების შექმნა და მასწავლებლებისთვის გაზიარება.

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;

ბ) სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება;

გ) სასწავლო გარემოს შეფასება;

დ) დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში;

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;

ვ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;

ზ) მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;

თ) ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის;

კ) საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

„თუ პირი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, ვალდებულია, სწავლის 50% დაფაროს საკუთარი სახსრებით“...

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება