სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენი დღე დაისვენებენ მასწავლებლები 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში?
01-11-2020
-
+


მასწავლებლის პროფესია საკმაოდ შრომატევადი რომ არის, ეს ყველამ ვიცით. მათ ემოციური და ფიზიკური განტვირთვა განსაკუთრებულად სჭირდებათ, რადგან არ გადაიტვირთონ, მეტად შრომისუნარიანები იყვნენ და მათი ნერვული სისტემაც გაწონასწორებული იყოს. მათ ხომ ასობით მოსწავლესთან უწევთ ურთიერთობა და თითოეულთან განსხვავებული მიდგომა?!

მასწავლებლებს ზაფხულში 40-დღიანი ოფიციალური შვებულება ეკუთვნით, თუმცა რამდენი დღე ისვენებენ ისინი სასწავლო წლის პერიოდში?

2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში კალენდარში 34 დღე არასამუშაო დღეა, აქედან 14 ოქტომბერი და 23 ნოემბერი უქმე დღეებია, 30-31 დეკემბერი საახალწლო არდადეგების დასაწყისი, დანარჩენი კი - შაბათ -კვირა.

მეორე სემესტრში კი 70 არასამუშაო დღეა, აქედან 10 დღე საახალწლო არდადეგებს ეკუთვნის, 19 იანვარი, 3 და 8 მარტი, 9 აპრილი, 12 და 26 მაისი უქმე დღეებია, 9,10,11,12 მარტი საგაზაფხულო არდადეგებს ეკუთვნის, 30 აპრილი და 3 მაისი კი სააღდგომო არდადეგებს უკავშირდება.

საერთო ჯამში, 2020-2021 სასწავლო წლის პერიოდში მასწავლებლები 104 დღე ისვენებენ, ზაფხულში კი მათ 40-დღიანი ოფიციალური შვებულება ეკუთვნით.

რაც შეეხება სასწავლო დღეებს:

II - XI
კლასებისთვის - სულ 170 სასწავლო დღეა, სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 15 ივნისს.
I სემესტრი:  74 სასწავლო დღე;
II სემესტრი: 96 სასწავლო დღე.

I კლასისთვის სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 27 მაისს  - სულ 157 სასწავლო დღეა.

I სემესტრი:   74 დღე;
II სემესტრი:  83 დღე.
    
XII კლასებისთვის სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს და სრულდება 20 მაისს  - სულ 153 სასწავლო დღეა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

რატომ სჭირდებათ მასწავლებლებს ყველაზე ხანგრძლივი შვებულება

რამდენი დასვენების დღეა წელიწადში საქართველოში? - უქმე დღეები და დღესასწაულები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება