სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რატომ სჭირდებათ მასწავლებლებს ყველაზე ხანგრძლივი შვებულება
22-06-2020
-
+


გრძნობთ, წლის მანძილზე დაგროვებულ დაღლას და გამოფიტვას? ამჩნევთ, რომ მალე რობოტად იქცევით, რომელიც სამუშაოს ავტომატურად ასრულებს? სრულიად შესაძლებელია, თქვენ პროფესიულ და ემოციურ გადაწვასთან ახლოს იყოთ. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2019 წლის 20-28 მაისს ჟენევაში გამართულ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაზე სამსახურში „გადაწვა“ დაავადებად ოფიციალურად აღიარა. 

მისი სიმპტომებია - გადაღლილობისა და გამოფიტვის შეგრძნება, სამსახურისადმი უარყოფითი და არასერიოზული დამოკიდებულება, შემცირებული შრომისუნარიანობა. 

პროფესიული გამოფიტვა - გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ბევრი პედაგოგი აწყდება.

მოგითხრობთ, როგორ უნდა შეამჩნიოთ გადაწვის ნიშნები და რატომ სჭირდებათ მასწავლებლებს სხვებზე მეტი დასვენება.

ხშირად გსმენიათ გამოთქმა „ემოციური გამოფიტვა“- რას ნიშნავს ეს?

ემოციური გამოფიტვა ხდება ორი მიზეზის გამო:

დაუხარჯავი გრძნობები

თუ თქვენ ინტენსიურად მუშაობთ, მაშინ თქვენი ცხვრების რიტმი გამოიყურება შემდეგნაირად: სამსახური, საშინაო საქმეები და ძილი. დღის მანძილზე საკუთარი შეგრძნებების გახარჯვა დრო, სივრცე და ემოციური ძალა აღარ გრჩებათ. დღის მანძილზე განვიცდით ბევრ გრძნობას: ვიღაცამ გაგვაბრაზა, რაღაც არ გამოვიდა, რაღაცამ გაგვანაწყენა. ყველა ეს გრძნობა საკმაოდ დიდხანს რჩება ფსიქიკურ პროცესებში: ისინი ცხოვრობენ და ფიტავენ ტვინის რესურსებს, თქვენ კი არ გაქვთ დრო მათი დახარჯვის, გაცნობიერების, მიღების და „ამოსუნთქვის“. რაც უფრო დიდხანს მუშაობთ ასეთი რეჟიმით, მით უფრო მეტი ასეთი გრძნობა გროვდება და ფიტავს ტვინს.

დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები

თუ მხოლოდ სამსახურით ცხოვრობთ, გრჩებათ უამრავი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა: მეგობრებთან და ახლობლებთან ახლო ურთიერთობს, ბუნებაში სეირნობის და შვილებთან ურთიერთობის. მაგრამ ამ ყველაფერს ივიწყებთ, როდესაც ზედმეტად ინტენსიურად მუშაობთ. სწორედ აქ იწყება ჩაკეტილი წრე: რაც უფრო მეტად იღლებით, მით უფრო ნაკლები რესურსი გრჩებათ ამ მოთხოვნების განსახორციელებლად. იმ შემთხვევაშიც კი თუ თეატრში წასასვლელად დროს გამონახავთ, იქ მიხვალთ გამოფიტული და სპექტაკლი სიამოვნებას ვერ მოგიტანთ.

იხილეთ ასევე: როგორ ვებრძოლოთ პროფესიულ გადაწვას - 8 რჩევა პედაგოგებს

რამდენი არ უნდა იმუშაოს მასწავლებელმა?

პროფესიული გადაწვის აღდგენა შეუძლებელია მხოლოდ ერთკვირიანი შვებულებით. თუ გარკვეული დროის მანძილზე თქვენ კვირაში 5 დამატებითი საათი მუშაობდით, შემდეგ განრიგი შეცვალეთ და კვირაში 5 საათით ნაკლები მუშაობა დაიწყეთ, ამასთან ერთი წლის მანძილზე პროფესიული გადაწვის მსხვერპლი იყავით, ძალების აღსადგენად ასევე წელიწადი დაგჭირდებათ. მხოლოდ ერთ კვირიანი შვებულება არაფერს მოგცემთ, რადგან ტვინი პროცესების აღსადგენად დროს მოითხოვს. სწორედ ამიტომ მასწავლებლებს ხანგრძლივი შვებულება აქვთ.

მასწავლებელს არ უნდა ჰქონდეს ერთი ან ორკვირიანი შვებულება - მაშინ ადამიანი ან უბრალოდ გადაიწვება​ ან ავტომატურ მუშაობაზე გადავა. ჩაერთვება ფსიქოლოგიური დაცვა, რომელიც ადამიანს გადაწვისგან იცავს. მაგრამ იქნება კი რობოტი მასწავლებელი ეფექტური?

გადაწვის აღკვეთის ერთ-ერთი ინსტრუმენტია - დატვირთვის საათების დათვლა. ამ დროს კი საჭიროა არა მხოლოდ გაკვეთილის საათების, არამედ საშინაო დავალებების შემოწმების, გაკვეთილისთვის მომზადების დროის გათვალისწინება. თუ მასწავლებელი კვირაში 40 საათი მუშაობს, მაშინ მისთვის განკუთვნილი ხანგრძლივი შვებულებაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ძალების აღსადგენად - თუ ის ყველანაირი საბიბლიოთეკო საქმის გარეშე არ ჩაივლის. 

როგორ გავაკონტროლოთ დაღლის დონე? და რა ნიშნებით შეიძლება ამოვიცნოთ გადაწვის მოახლოება?

  • არ გყოფნით დრო კინოსთვის, თეატრისთვის, სეირნობისთვის - ეს არის სიგნალი, რომ მუშაობთ იმაზე მეტს ვიდრე საჭიროა
  • „საათი მობილურის გარეშე“ - თუ არ შეგიძლიათ საათი გაატაროთ, ტელეფონის შემოწმების (ელექტრონული ფოსტის, მესენჯერის,  Viber ) გარეშე ეს ნიშნავს, რომ თქვენ გამუდმებით დაძაბული ხართ. შეადგინეთ თქვეთვის ოპტიმალური გრაფიკი: იმისთვის რომ დილის შვიდ საათზე ადგეთ, უნდა დაიძინო 22 საათზე (9 საათიანი ძილი - ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ). 
  • თუ თქვენ პოულობთ დროს დასვენებისთვის, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე გრძნობთ შფოთვას, თქვენ გადაწვის ზღვარზე ხართ.

როგორ მოვიქცეთ?

დაითვალეთ სამუშაოთი დატვირთვის საათები, საკმარისად იძინეთ და იყავით საკუთარი თავისადმი ყურადღებიანი. და გახსოვდეთ: საქმიანობის სფეროს შეცვლა - დასვენება არ არის? რადგან იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ დაისვენოთ, თქვენ ცდილობთ დასვენება პროდუქტიულად აქციოთ. მაგრამ ეს არ მუშაობს! რადგან ყველაზე მეტად თქვენს ტვინში გამოიფიტა ის სისტემა, რომელიც პროდუქტიულობაზეა პასუხისმგებელი.

7 ფაქტი მასწავლებლის პროფესიის შესახებ, რომელიც არ იცოდით

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

ორი საგნის საგამოცდო პროგრამის, ტესტებისა და შეფასების კრიტერიუმებზე აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

29 მაისი ბოლო დღეა - emis რესგისტრაციებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება