სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ტარიელ კაპანაძემ მოსწავლეებსა და კოლეგებს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო
22-10-2020
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა და სამეურნეო ნაწილის გამგემ, ტარიელ კაპანაძემ სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყო. პედაგოგმა კოლეგებსა და მოსწავლეებს საჩუქრად თავისი ხელით ნაწარმი თაფლი გადასცა.

პედაგოგები და მოსწავლეები ტარიელ კაპანაძეს საჩუქრისთვის მადლობას უხდიან. 

„აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს ამავე სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა და სამეურნეო ნაწილის გამგემ, ტარიელ კაპანაძემ სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყო - ყველას საჩუქრად გადმოგვცა თავისი ხელით ნაწარმი თაფლი, როგორც კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება.

ბატონი ტარიელი მეფუტკრეობას ეწევა უკვე წლებია და აქვს სუფთა, ნატურალური თაფლი.

ტარიელ მასწავლებელო! უდიდეს მადლობას გიხდით ამ ქველმოქმედებისთვის ჩვენი მოსწავლეების და თანამშრომლების სახელით და გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მხნეობას, რათა კიდევ მრავალ წელს შეძლოთ ფუტკარივით დაუზარელი და ნაყოფიერი შრომა“,- ნათქვამია სკოლის წერილში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„ექსპერტიზაზე 200 სკოლაა გადაგზავნილი... სამინისტრო ყოველდღიურად ვერ გამოითხოვს ინფორმაციას“ - რატომ ვერ ხერხდება პრობლემების დროულად გამოვლენა

 

584 ხელმოწერიდან არც ერთი აკმაყოფილებდა რეგლამენტით დადგენილ სტანდარტებს

საგამოცდო მასალებზე მომუშავე ექსპერტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

სკოლები დამატებით 10 მილიონი ლარით დაფინანსდება - 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026 წლის საშემოდგომო მიღების საბოლოო შედეგები ცნობილია

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება