TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლი აქვს და ღირსეული თაობები გვეზრდება“
21-10-2020
-
+


მოგეხსენებათ, სვანეთში როგორ აფასებენ ტრადიციებს, ჰოდა, წარმოუდგენელი იყო, ეპიდსიტუაციის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ„ეტალონის“ მეორე ტურის ღონისძიება მესტიაში არ ჩაგვეტარებინა. პირობა პირობაა და მას შესრულება უნდა - ეს „ეტალონმა“ ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, არსებული რეგულაციების სრული დაცვით, თითოეული მონაწილისა უსაფრთხოების გათვალისწინებით, „ეტალონი“ მესტიაში ღირსეულად ჩატარდა.

იყო დიდი ჟრიამული, საოცარი გარემო და რაღა თქმა უნდა, წარმატებული მოსწავლეების უდიდესი სიხარული - ემოცია, რომელის გადმოცემაც სიტყვებით გაგვიჭირდება. თუმცა მაინც შევეცდებით, ცოტა ხნით, მესტიის მუნიციპალიტეტში „გამოგზაუროთ“ და გიამბოთ, რა ემოცია დაუტოვა „ეტალონმა“ კონკურსანტებს.

დარეჯან ნიგურიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

ძალიან კმაყოფილი ვარ „ეტალონი“ ეპიდვითარების მიუხედავად მესტიაში რომ ჩატარდა. ეს იყო უდიდესი სიხარული არა მხოლოდ მოსწავლეების, არამედ პედაგოგებისა და მშობლებისთვის, რადგან ესაა ერთადერთი პროექტი, რომელიც არსებულ რეალობაში მუშაობს და დიდი მადლობა ამისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს, „ეტალონის“ შემოქმედებით გუნდს... ასევე მადლობა სკოლების დირექტორებს, პედაგოგებს და რაღა თქმა უნდა მშობლებს... მათ მოახერხეს, რომ ბავშვების ჩართულობა ყოფილიყო მაღალი და ეს ძალიან მაბედნიერებს.

თამარ ჯაფარიძე, მესტიის N1 საჯარო სკოლის ახლა უკვე „ეტალონი მოსწავლეა“, რომელმაც ეს ტიტული პირველად მოიპოვა, თუმცა, როგორც გვითხრა, წარმატება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, დღესაც უჭირს დაჯერება, რომ პირველ ადგილზე გავიდა:

სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, ჩემ სახელსა და გვარს თუ გამოაცხადებდნენ... საკმაოდ ძლიერი კონკურენტები მყავდა და მოხარული ვარ, ღირსეული წინააღმდეგობა რომ გავუწიე და პირველ ადგილზე აღმოვჩნდი. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ „ეტალონი“ არის საოცარი, ძალიან კარგი პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენას ჰმატებს და ვფიქრობ, ესაა მთავარი.

ნანა რატიანი, მესტიის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ ყოვლისა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ღონისძიება შესანიშნავად ჩატარდა; ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ყველა რეგულაცია უმკაცრესად იყო დაცული და „ეტალონისგან“ სხვაგვარ დამოკიდებულებას არც ველოდით.

მოსწავლეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც შეიტყვეს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი უნდა ჩამოსულიყო და მადლობა იმისთვის, რომ ბრწყინვალედ მუშაობს „ეტალონის“ გუნდი. ჩვენი მოსწავლის გამარჯვება კი უდიდესი სტიმულია თითოეული ჩვენგანისთვის, ვაპირებთ izrune.ge-შიც პირველები ვიყოთ.

„ეტლონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ადგილის მფლობელი კი ნინი გვარმიანი გახლავთ, ნაკრის საჯარო სკოლიდან, რომელიც ჩვენთან საუბარში სიხარულს ვერ მალავდა და ისიც კი გვითხრა - მინდა, „ეტალონი“ ყოველდღე იყოსო:

ნამდვილად არ ველოდი ასეთ წარმატებას და პირველ რიგში, უბედენიერესი ვარ, ასეთ პროექტში მონაწილეობის საშუალება რომ მომეცა. იმდენად მიყვარს „ეტალონი“, მინდა, ყოველდღე იმართებოდეს. მეორე ადგილი ნამდვილად დიდი მოულოდნელობა იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ღირსეული მეტოქეები მყავდა.

სპარტაკ გვარმიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ნაკრის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონთან“ მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ესაა უდიდესი გამოცდილება ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომელიც მათი ცოდნის ხარისხზე დადებითად აისახება. სწორედ „ეტალონი“ ყოველწლიურად ამტკიცებს, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლი აქვს და ღირსეული თაობები გვეზრდება. რაც შეეხება ნინის - არაჩვეულებრივი მოსწავლეა, მიზანმიმართული, წარმატებული და იმედი მაქვს, მომავალში დიდ მწვერვალებს დაიპყრობს.

ლევან ფილფანი კი ლენჯერის N1 საჯარო სკოლიდან, მესამე ადგილზე გავიდა, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ასეთ წარმატებას არ ელოდა:

ინტელექტ-ჩემპიონატში მეორედ მივიღე მონაწილეობა და სიმართლე გითხრათ, საპრიზო ადგილს ნამდვილად არ ველოდი. ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც დამეხმარება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე... ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, რომელიც მოსწავლეებს სწავლის მოტივაციასა და საკუთარი თავის რწმენას სძენს.

ლალი ხაფთანი, მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოხარული ვარ, რომ ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი მაინც ჩატარდა და რაც მთავარია, უმკაცრესად იყო დაცული ყველა რეგულაცია. ჩვენი სკოლის მოსწავლემ, ლევან ფილფანმა მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა თუმცა სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რადგან მეტი შეეძლო... იმედია, მომავალში ჩვენი მოსწავლეები უკეთეს შედეგებს აჩვენებენ და ჩვენ, „ეტალონთან“ ერთად“, მათი წარმატებები გაგვაბედნიერებს.



ღონისძიების ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება