სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა დაავადებები უვითარდებათ პედაგოგებს დისტანციური სწავლებისას?
06-12-2020
-
+


დისტანციური სწავლება მასწავლებლებისთვის რომ ერთგვარი გამოწვევა იყო, ფაქტია, თუმცა Etaloni.ge-მ, ამჯერად იმის გარკვევა სცადა, ჯანმრთელობის რა სახის პრობლემები შეიძლება შეექმნათ პედაგოგებს ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებისას.

დავიწყოთ იმით, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები, ასევე ინტერნეტი არც უხარვეზოა და არც უწყვეტი. აქედან გამომდინარე, ონლაინ გაკვეთილზე ქსელის „გაჭედვა“, პროგრამიდან გამოვარდნა და კიდევ უამრავი ლაფსუსი, არავის უკვირს, თუმცა ფაქტია - ასეთ დახარვეზებულ ონლაინ-გაკვეთილს მასწავლებელები ყველაზე მეტად განიცდის; ამას ემატება ბავშვების ოინები - კამერის, ხმის გათიშვა, ვითომ გამქრალი ინტერნეტკავშირი და მასწავლებლის ნერვული დაძაბულობაც იმატებს.ასეთ დროს კი, ნევროზების განვითარების ალბათობა ძალიან მაღალია.

სუფთა ჰაერის არარსებობა და საათობით ოთახში ჯდომა იწვევს სასუნთქი გზებისა და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, რასაც სტრესი და ემოციური დაძაბულობა ემატება - ფიზიკური დატვირთვა ნაკლებია, კომპიუტერთან მასწავლებლებს დიდი დროის გატარება უწევთ და ეს ყველაფერი კომპლექსურად, მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

გარდა ზემოჩამოთვლილი პრობლემებისა, კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა იწვევს მხედველობის დაქვეითებას, ასევე თვალთან დაკავშირებულ სხვა დაავადებებს და სხვათა შორის, ეს ფაქტორი, მასწავლებლების რისკებს შორის პირველ ადგილასაა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

თავის ტკივილი, თვალის ხშირი ხამხამი... - დისტანციური სწავლების შედეგად, ბავშვებში მხედველობის პრობლემებმა მოიმატა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება