სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

თავის ტკივილი, თვალის ხშირი ხამხამი... - დისტანციური სწავლების შედეგად, ბავშვებში მხედველობის პრობლემებმა მოიმატა
21-10-2020
-
+


1-6 კლასის მოსწავლეები სკოლაში, მაღალი კლასები დისტანციურად, მშობლის კეთილ ნებაზე დამოკიდებული ვიზიტები საგანმანათლებლო დაწესებულებაში... ერთი სიტყვით, 2020-2021 სასწავლო წელი ჯერჯერობით ისევ ქაოსით გრძელდება, თუმცა ერთი ფაქტია - ახალი კორონავირუსი არსად აპირებს წასვლას და ჩვენც ონლაინ-გაკვეთილებთან არაერთხელ მოგვიწევს მიბრუნება.

სწორედ ამიტომ, Etaloni.ge-მ გადაწყვიტა გაერკვია, რამდენად იმატა დისტანციური სწავლების ფონზე თვალის პრობლემებმა ბავშვებში და როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, თუ შვილს თვალი გადაეღალა? - ამ კითხვებით ექიმ-ოფთალმოლოგს, მედიცინის დოქტორს, მანანა შეროზიას მივმართეთ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბავშვებში მხედველობის დაქვეითება უდავოდ შეინიშნება:

- შეიძლება რაოდენობრივად მკვეთრად გაზრდილი არ არის ბავშვთა მომართვიანობა, მაგრამ თვითონ პაციენტებში მოიმატა მხედველობის დაქვეითებამ - იქ, სადაც იყო დაქვეითება, წავიდა მხედველობის გაუარესება.

- ბავშვებისთვის ხომ შეზღუდულია კომპიუტერთან ჯდომის დრო, ქალბატონო მანანა?

- ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს, რა თქმა უნდა, ისედაც ვუზღუდავდით კომპიუტერთან დიდხანს ჯდომას, მაგრამ დისტანციური სწავლებისას ეს შეზღუდვები ნაკლებად მოქმედებს... აქედან გამომდინარე, თვალის დატვირთვა გახშირდა და მოიმატა როგორც მიოპიებმა, ასევე მიოპიების ხარისხმა - თუ იყო მსუბუქი ხარისხის პრობლემები, გადაიზარდა საშუალო და მძიმე შემთხვევებში და ეს სწორედ თვალის დატვირთვის გამო მოხდა.

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემა აქვს, თუნდაც გადაეღალა თვალი?

- თვალის სიწითლე, ხშირი ხამხამი, თვალების ტკივილი, მოზრდილებში თვალის სიმშრალე, თავისტკივილი... - ეს ჩივილები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

- და რა არის ის მაქსიმალური დრო, რომელიც ბავშვმა კომპიუტერთან უნდა გაატაროს?

- მაქსიმალური დრო - 5 წლამდე ბავშვებში ნახევარი საათია, 5 წლის შემდეგ კი - 40 წუთი.

- ამ რეკომენდაციის დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელია, ონლაინ-გაკვეთლების ფონზე.

 - სწორედ ამაზე ვსაუბრობ - გადაბმულად რომაა გაკვეთილები დისტანციურ რეჟიმში, არაფრით შეიძლება - გაკვეთილებს შორის, თვალმა უნდა დაისვენოს სულ ცოტა, ნახევარი საათი, ხოლო თუ შესვენება ერთ საათს გაგრძელდება, მით უკეთესი.

- ქალბატონო მანანა, საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ხელოვნური ცრემლი, რამდენადაა ის უსაფრთხო ბაშვებისთვის და თუ შეიძლება მისი გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშე?

- ბავშვებში ხელოვნური ცრემლის გამოყენება განსაკუთრებულ აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუმცა ის არავითარ ზიანს არ მიყეენებს, ოღონდ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელოვნური ცრემლი უნდა იყოს უკონსერვანტო. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ და ბავშვსაც ჩაუწვეთოთ თვალში.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა დაავადებები უვითარდებათ პედაგოგებს დისტანციური სწავლებისას?


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება