სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„უნდა ვეცადოთ, სწავლის პროცესი არ გახდეს დიდი სტიმული ვირუსის გავრცელების“ - გამყრელიძის რჩევა, თუ სკოლაში ინფექციის კერა დაფიქსირება
01-10-2020
-
+


თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მან მშობლებს მოუწოდა არ გაუშვან სიცხიანი ბავშვები სკოლაში და იმოქმედონ ოჯახის ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. 

„სწორედ პირველიდან მე-6 კლასის მოსწავლეებს უჭირთ დისტანციური სწავლა, ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ვთხოვ ყველა მშობელს, რომ არ გაუშვან სიცხიანი ბავშვი სკოლაში. თუ სიცხიანი იქნება ბავშვი, აუცილებლად გამოიყენონ 112-ის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. თუ ოჯახის ექიმი ჩათვლის საჭიროდ, რა თქმა უნდა, ეს ბავშვი გამოიკვლევა კოვიდზე. ასევე, აუცილებელია ყველა სკოლაში იყოს და დარწმუნებული ვარ, იქნება თერმოსკრინინგი, ასევე ის რეგულაციები დაცული, რაც ჩვენ ერთობლივად განათლების სამინისტროსთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა, თვითონ პედაგოგები და სკოლის ხელმძღვანელები იქნებიან მოტივირებული და მაქსიმალური ყურადღებით, რომ არ დავუშვათ სკოლებში ინფექციის გავრცელება. თუ სადმე ინფექციის კერა დაგვიფიქსირდება სკოლაში, ამის გამო პანიკას არ უნა მივეცეთ და ვიმოქმედოთ ექიმების და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მიხედვით. სტანდარტული რეკომენდაცია ამ დროს არ არის, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი იქნება ინფიცირებული, ვინ, რომელ კლასში და ა.შ. და ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ ექიმები და ეპიდემიოლოგები ერთად სკოლის ხელმძღვანელობასთან კოორდინაციაში.

ამიტომ მოგეხსენებათ, სწავლის დაწყება სერიოზული მობილობის ზრდა არის, შემდეგ ამას დაემატება უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, უფროს კლასებში სწავლის დაწყება და იქ უკვე საშუალება იქნება, რომ აირჩიონ მოსწავლეებმა და ოჯახებმა ონლაინ სწავლა თუ დასწრებული სწავლა. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ სწავლის პროცესი არ გახდეს კიდევ დიდი სტიმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, დღეს სკოლების ნაწილში სწავლა პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით კლასებში განახლდა, ზოგან სრულად. ხოლო აჭარასა და იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა დისტრანციური რეჟიმი გრძელება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება