სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების სამინისტრო ვერ უკარნახებს თითოეულ სკოლას როგორ მოიქცეს - ეკა დგებუაძე
25-09-2020
-
+


როგორც ცნობილი გახდა, სკოლების ნაწილი კვლავ დისტანციურ სწავლებაზე რჩება, ნაწილი კი საკლასო ოთახებს 1 ოქტომბრიდან დაუბრუნდება. საკლასო ოთახებში დაწყებითი კლასის მოსწავლეების დაბრუნება აუცილებელია, სწორედ ამიტომ, აჭარის გარდა, I-VI - კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე სწავლას საკლასო ოთახიდან გააგრძელებს. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე აცხადებს, რამდენ ცვლიანი იქნება სკოლები, როგორ დაარეგულირებენ სასწავლო პროცესს და გაკვეთილების ცხრილს, ეს თავიდან ბოლომდე სკოლაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, რომ როცა ვიწყებდით ახალ სასწავლო წელს. იმის გამო, რომ გარკვეული რეგულაციები არსებობს და მნიშვნელოვანია, ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა, სკოლებს მივეცით თავისუფლება, იმისთვის, რომ თავად დაეორგანიზებინათ სასწავლო პროცესი. 15 სექტემბრისთვის სკოლა ამისთვის მზად იყო. თუ ამ ეტაპზე  მხოლოდ I-VI კლასი ბრუნდება სკოლაში, ეს სივრცე არის მათი და მათი ვალდებულებაა სკოლამ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზოს გაკვეთილის ცხრილიც, სასწავლო პროცესიც და ა.შ. სამინისტრო ვერ უკარნახებს თითოეულ სკოლას თუ როგორ მოიქცეს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ასევე: ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდება

მშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება