სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მშობლებს შეუძლიათ თავად აირჩიონ შვილებს დისტანციურად ასწავლონ თუ დასწრებით - მიხეილ ჩხენკელი დეტალებზე
24-09-2020
-
+


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის განცხადებით იმ სკოლებში, სადაც სწავლა საკლასო ოთახში ინაცვლებს, მშობლებს საშუალება ექნებათ სურვილის შემთხვევაში, მათმა შვილებმა სწავლა დისტანციურად განაგრძონ. 

„განათლებასთან დაკავშირებით უაღრესად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, აჭარაში ყველგან დისტანციურად იქნება სასწავლო პროცესი. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებიდან გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პატარებისთვის, რომ საკლასო ოთახებში მოხდეს მათთვის სწავლის განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ გორში და ფოთში 1 ოქტომბერს ყველა მოსწავლეს ყველა კლასში საშუალება აქვს დაბრუნდეს საკლასო ოთახში.

ამასთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს აჭარის გარდა ყველგან, საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურად განკუთვნილ ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებლებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ბავშვებისთვის. იქნება სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები შეათანხმებენ მშობლებთან. 

საზოგადოებას ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას. თუ მშობელს ურჩევნია ბავშვმა სწავლა გააგრძელოს დისტანციურ ფორმატში, მათ ამის საშუალება ექნებათ. დეტალური ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს გვერდზე იქნება გამოქვეყნებული. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს, სურვილის შემთხვევაში ისინი დარეგისტრირდებიან შესაბამისად და ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

იხილეთ ასევე: ცნობილია, სად აღდგება სწავლა საკლასო ოთახებში და სად დისტანციურად გაგრძელდება

უმაღლეს სასწავლებლებში და პროფესიულ ცენტრებში, ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლება შენარჩუნდება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება