სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო, საინტერესო

როგორი იქნება სასწავლო წლის პირველი დღე საჯარო სკოლებში? - დირექტორების სამზადისი
11-09-2020
-
+


სასწავლო წლის პირველ დღეს მასწავლებელი თუ მოსწავლე განსაკუთრებულად ხვდება. გასულ წლებში სკოლებში სწავლის დაწყება ღონისძიებებით აღინიშნებოდა, პირველკლასელთა საზეიმოდ მიღება და გამოსაშვები კლასის ბოლო ზარი თაობებს გადაეცემოდა და სასკოლო ტრადიციად იქცა. კორონავირუსმა ყველაფერი შეცვალა და სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდა.

როგორი იქნება სასწავლო წლის პირველი დღე საჯარო სკოლებში? როგორ აპირებენ დახვედრას და როგორ დაამახსოვრებენ პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან დღეს პედაგოგები? - etaloni.ge-ს დირექტორები ესაუბრებიან:

თბილისის N41 საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ ჯავახიშვილი:

„ყველა ვემზადებით სასწავლო წლის პირველი დღისთვის. პირველი დღე საზეიმო იქნება მხოლოდ პირველკლასელთათვის. ღონისძიება სკოლის ეზოში არ გაიმართება, ჩატარდება ფოიეში, სადაც არის ადგილი, რათა უსაფრთხოდ განვათავსოთ ბავშვები და მათი მშობლები. პირველ დღეს პირველკლასელების მშობლებსაც შევუშვებთ სკოლაში, ბუკები და წიგნები აქვთ წამოსაღები. უსაფრთხოების მიზნით, ბავშვთა შეჯგუფებას ვერიდებით, ამიტომ მაღალკლასელთათვის ღონისძიება არ იგეგმება“.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დინარა პირველი:

„ყველანაირი დისტანციის დაცვით იგეგმება ბავშვებთან მუსიკალური შეხვედრა გარეთ, ღია სივრცეში. რაიმე დიდი და გრანდიოზული კონცერტი არ იქნება, მაგრამ მაინც შექმნის საზეიმო განწყობას. პირველკლასელებს შემოვიყვანთ თავის კლასში მშობლების გარეშე და მათ თავის კლასში მცირე ღონისძიებას, დისტანციის დაცვით, საკლასო სივრცეში მოვუწყობთ. კომპიუტერები და წიგნები მაგიდაზე დახვდებათ, ასევე ჩვენთან არსებული კომპანია აპირებს საჩუქრების გაკეთებას და ვფიქრობ, რომ საკმაოდ კარგ, საზეიმო განწყობას შევუქმნით ამ პირობებში ბავშვებს. მშობლები პირველ დღეს სკოლაში არ შევლენ, რადგან ვერ დავიცავთ დისტანციას. როგორც წესდებაშია მითითებული, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შევუშვებთ მათ შენობაში. ვთქვათ, პატარას თუ ენდომება მშობელი გვერდით, პირველკლასელებს რომ არ გავუფუჭოთ პირველი დღე, აუცილებლად ხელს შევუწყობთ შესაბამისი წესების დაცვით, პირბადით და აშ. ჩვენ სარემონტო სამუშაოებიც ჩავატარეთ, სველი წერტილები მთლიანად გამოიცვალა შენობაში და ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რომელიც განათლების სამინისტრომ გადმოგვიგზავნა, გაიდლაინის მიხედვით ვმოქმედებთ".

თბილისის N72 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა კიკაჩეიშვილი:

„საზეიმოდ დახვედრა არ შეიძლება, თუმცა ვცდილობთ რამე განსხვავებული მაინც მოვახერხოთ. ნაკადებად მივიღებთ მოსწავლეებს, მუსიკას ჩავურთავთ და სკოლის ეზოს გაფორმებულს დავახვედრებთ. სხვა არაფერი შეიძლება. ეს ყველაფერი პირველკლასელებისთვის გაკეთდება. დისტანციით და ნაკადებად შევუშვებთ ბავშვებს სკოლაში. მშობლებს სამწუხაროდ ვერ შემოვუშვებთ სკოლაში - პედაგოგები შეიყვანენ ბავშვებს, მათ თერმოსკინინგი ჩაუტარდებათ და ისე შევლენ შენობაში. პირველივე დღიდან სასწავლო წელს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით დავიწყებთ“.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ელგუჯა როგავა:

„საზეიმო განწყობის შესაქმნელად, როგორც ადრე ვგეგმავდით, მსგავს ღონისძიებებს ვერ ჩავატარებთ, რეკომენდაციებიდან გამომდინარე. საკლასო ოთახებში შეხვდებით ბავშვებს და შეძლებისდაგვარად შევუქმნით საზეიმო განწყობას. მშობლებს სკოლაში ვერ შემოვუშვებთ და ბავშვებს ვერ დავაჯგუფებთ. რაც შეეხება პირველკლასელებს, თავისი კლასები დახვდებათ მორთული, პატარებს ბუკებსაც დავახვედრებთ და ამგვარად მივულოცავთ ამ დღეს“.

თბილისის N6 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ აბაზაძე:

„სკოლაში სამზადისი ძალიან დიდია, მაგრამ გადამწყვეტი ეტაპი და სიტყვა უნდა თქვას ინფრასტრუქტურის სამსახურმა, რადგან 12 რიცხვში უნდა დაამთავრონ სარემონტო სამუშაოები. წინაღმდეგ შემთხვევაში ყველა ჩვენს გეგმას არ უწერია განხორციელება, თუმცა როგორც ოპტიმისტი ადამიანი იმედს ვიტოვებ, რომ ეს ყველაფერი განხორციელდება. თუ ინფრასტრუქტურის სამსახურმა სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დაამთავრა, ალბათ, მოგვიწევს ერთი კვირით სწავლის გადადება. ჩვენ მხოლოდ ერთადერთი ეტაპი დაგვრჩა გასავლელი - სველი წერტილების მოწესრიგება, დანარჩენი - კლასები, დერეფნები, ყველაფერი უკვე მოწესრიგებული გვაქვს.

პირველკლასელებს გამონაკლისის სახით მივიღებთ 14 სექტემბერს ყველანაირი რეგულაციის დავიცვათ. გვინდა მათ დასამახსოვრებელი ღონისძიება საზეიმო ვითარებაში მოვუწყოთ. ღონისძიება ღია ცის ქვეშ ჩატარდება, სპორტულ მოედანზე და მხოლოდ პატარებისთვის იქნება. სხვანაირად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია რაიმე ღონისძიების დაგეგმვა. ყველა მოსწავლეს კლასში დახვდება საზეიმო ვითარება, მართალია ჩვენ სხვა ტრადიციებით ვხვდებოდით ხოლმე პირველკლასელებს, მთაწმინდაზე მივდიოდით ფიცის დასადებად, მაგრამ ეს წელს სამწუხაროდ ვერ გვიხერხდება.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება