სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქალაქ ზუგდიდის ''ეტალონის'' შესარჩევი ტურის მონაწილეებმა თავი ღირსეულად წარმოაჩინეს
05-10-2017
-
+


ქალაქ ზუგდიდში ''ეტალონის'' შესარჩევი ტური ჩატარდა. 

''ეტალონის'' პირველი ტურის ორგანიზებაში, ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესურსცენტრთან და სკოლების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულები.


ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში ''ეტალონიდან'' მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.    

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ზუგდიდის N1 სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა:

''პირველ რიგში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან სახალისო და საინტერესო იყო ტესტირება. დღეს, გაკვეთილზე, რამდენიმე სიტყვით შევეხეთ ტესტირებას და ძალიან კმაყოფილები იყვნენ ბავშვები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ''ეტალონს''. ტვინის ვარჯიში და მეცადინეობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ სასიცოხლო და მნიშვნელოვანი უნარები ჩამოუყალიბდეს მოსწავლეს. პროექტი ''ეტალონი'' თავისი სხარტი, სახალისო მიდგომებით ხელს უწყობს მოსწავლეს განივითაროს მნიშვნელოვანი უნარები. ეს ყველაფერი კი ძალიან მნიშვნელოვანია.''

ზუგდიდის N1 სკოლის პედაგოგი ლალი ჩაჩიბაია:

''შესარჩევი ტურით კმაყოფილები ვართ. ძალიან დიდი აქტიურობა იყო, 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. ტესტებიც ძალიან მისაღები იყო მოსწავლეებისთვის. ''ეტალონი'' ძალიან დიდი მნიშვნელობის პროექტია, ბავშვს ყველანაირად ავითარებს და სტიმულს აძლევს.'' 

ზუგდიდის N2 სკოლის დირექტორი ნინო ბულია:

''ძალიან კარგად ჩატარდა შესარჩევი ტესტირება, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართულები და ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდნენ. მოსწავლეები და მთლიანად სკოლის წარმომადგენლები კმაყოფილები ვართ.''

ზუგდიდის N2 სკოლის პედაგოგი დოდო კეიდია:

''შესარჩევმა ტურმა კარგად ჩაიარა. მოსწავლეები დროულად გამოცხადნენ ტესტირებაზე. თავად პროექტი ’’ეტალონი’’ ბავშვებს ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მათი მომავლისთვის.''

''ქალაქ ზუგდიდის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი 13 ოქტომბერს გამოვლინდება. 

"ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''.


იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება