სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსი პედაგოგების ადგილზე სკოლებმა ახალი ვაკანსიები გამოაცხადეს - იხილეთ ჩამონათვალი
24-08-2020
-
+


საჯარო და კერძო სკოლებმა ახალი მასწავლებლების აყვანის მიზნით ვაკანსიების გამოცხადება აქტიურად დაიწყეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვაკანსიების გვერდზე მხოლოდ დღეს 24 აგვისტოს, 50-ზე მეტი ვაკანსიაა გამოცხადებული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სკოლებში მასწავლებლის მისაღებად ვაკანსია გამოცხადებული აქვთ როგორც თბილისის ისე რეგიონის სკოლებს.

თავისუფალი ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: ვაკანსიები სკოლებში

როგორ უნდა დაუკავშირდეთ სკოლას, რომლის ვაკანსიითაც დაინტერესდით? - ვაკანსიების ჩამონათვალში საგნის დასახელება მითითებულია ლურჯად. თუ დააჭერთ ამ ადგილას ეკრანზე გამოჩნდება ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაცია. მათ შორის, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სავარაუდო ხელფასი, სამუშაო საათების ოდენობა და სკოლის საკონტაქტო მონაცემები.

როგორც მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავდა, პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით არ აქვთ გავლილი, შემოდგომაზე დამატებითი რეგისტრაციის საშუალება აღარ მიეცემათ. მათ ადგილზე კი სკოლა ახალ ვაკანსიას გამოაცხადებს. 

„1572 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე გადის პროფესიიდან და ამდენივე ვაკანსია გაჩნდება საქართველოს სკოლებში, თუ შიდა საათები არ გადანაწილდა, მაგრამ ძირითადად, ეს მასწავლებლები ძალიან მალე პროფესიიდან გადიან. ახლა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაგრძელდა მხოლოდ მომავალ სასწავლო წლამდე, რადგან სკოლებში მასწავლებლის დეფიციტი არ გაჩენილიყო და სკოლა მასწავლებლის გარეშე არ დარჩენილიყო. მომავალი წლიდან პრაქტიკოსის სტატუსი საერთოდ აღარ იარსებებს", - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება