სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლას დატოვებს 1 500-ზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებიც გამოცდაზე არ გადიან - 2 000-დან 3 000-მდე ვაკანსია გამოცხადდება
10-07-2020
-
+


პრაქტიკოს პედაგოგებს, რომლებიც მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით არ აქვთ გავლილი, შემოდგომაზე დამატებითი რეგისტრაციის საშუალება აღარ მიეცემათ. მათ ადგილზე კი სკოლა ახალ ვაკანსიას გამოაცხადებს. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ etaloni.ge-ს განუცხადა, მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 572 პრაქტიკოსი პედაგოგი არ დარეგისტრირდა.

„1572 პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე გადის პროფესიიდან და ამდენივე ვაკანსია გაჩნდება საქართველოს სკოლებში, თუ შიდა საათები არ გადანაწილდა, მაგრამ ძირითადად, ეს მასწავლებლები ძალიან მალე პროფესიიდან გადიან. ახლა პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი გაგრძელდა მხოლოდ მომავალ სასწავლო წლამდე, რადგან სკოლებში მასწავლებლის დეფიციტი არ გაჩენილიყო და სკოლა მასწავლებლის გარეშე არ დარჩენილიყო. მომავალი წლიდან პრაქტიკოსის სტატუსი საერთოდ აღარ იარსებებს.

ამ ახალგაზრდა მასწავლებლებს, რომელებიც გამოცდაზე დარეგისტრირდნენ და რომელთა რაოდენობაც 11 ათასია, რამდენიც მოიპოვებს 10 კრედიტს და მაძიებლობაზე დარეგისტრირდება, საშუალება მიეცემათ სკოლაში შევიდნენ.

35 წლის განმავლობაში პირველად საქართველოს სკოლებიდან 8 ათასამდე მასწავლებელი წავიდა და დაახლოებით 2400 მასწავლებელი მოვიდა. ახლა კიდევ ათასზე მეტი მასწავლებელი შევა და გაისიდან კიდევ 2000-დან 3000-მდე ათასამდე ვაკანსია იქნება. ასეთი რამ პირველად მოხდა.

პრაქტიკოსებს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ აქვთ შანსი დაადასტურონ კომპეტენცია, ვერ დაადასტურებენ და დაუთმობენ გზას იმ კანდიდატებს, რომლებიც კომპეტენციას დაადასტურებენ“, - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, იმ პრაქტიკოს პედაგოგების ადგილზე, რომლებმაც მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით არ გაუვლიათ, სკოლები ვაკანსიას 15 აგვისტოდან გამოაცხადებენ.

„ვინც გამოცდაზე დარეგისტრირებული არ იყო, ისინი შემოდგომაზე დაგეგმილ პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდაზე ვეღარ გავლენ. მათ სტატუსი არ აღუდგათ და მათი პოზიცია 15 აგვისტოს შემდეგ ვაკანტურად გამოცხადდება და სკოლები დაიწყებენ მზადებას რომ გამოაცხადონ ვაკანსია და ახალი კონკურსი ჩაატარონ“, - აღნიშნავს, მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაქტიკოსი პედაგოგები რომლებმაც რეგისტრაცია 30 აპრილის ჩათვლით გაიარეს კომპეტენციის დადასტურების გამოცდას შემოდგომით ჩააბარებენ. ხოლო 22 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით გამოცდები მასწავლებლების მსურველებისა და მაძიებლებისთვის ჩატარდება.

იხილეთ ასევე: პრაქტიკოსი მასწავლებლები გამოცდებს შემოდგომით ჩააბარებენ - მაძიებლების ტესტირება კი 22 ივლისს დაიწყება


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება