სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში ვერ მიიღებს ბავშვი 200 ლარს? - დახმარების მისაღებად დარეგისტრირებას 15 აგვისტოდან შეძლებთ
06-08-2020
-
+


მშობლებს ბავშვებისთვის განკუთვნილი 200-ლარიანი დახმარების მისაღებად დარეგისტრირება 15 აგვისტოდან შეეძლებათ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.  

„ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა იმ ვებგვერდზე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის 15 აგვისტოდან დარეგისტრირება. დარეგისტრირების შემდეგ, ჩვენს მიერ მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და უკვე დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეგროვების შემდეგ მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს პრემიერმა ისაუბრა“ - განაცხადა მან.

ტიკარაძის თქმით, განაცხადის შევსება სავალდებულო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს მშობელი არ შეავსებს, ეს იქნება უარის თქმა შეთავაზებულ კომპენსაციაზე და შესაბამისად, ასეთ პირზე თანხა არ გაიცემა. 

„თუ არ შეავსო განაცხადი მშობელმა, ეს გვიდასტურებს მთავრობას, რომ მშობელი უარს აცხადებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ კომპენსაციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების რეგისტრაციის სრული ბაზა გვაქვს, მთავრობას ესაჭიროება კონკრეტული მონაცემები მშობლის ან მეურვის ანგარიშის ნომერი. რათა ეს თანხა მივიდეს იმ მშობელთან, სადაც ცხოვრობს ბავშვი. დარეგისტრირება იქნება ძალიან მარტივი, გვესაჭიროება მშობლის და ბავშვის რეკვიზიტები“ - განმარტა მინისტრმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

ინსტრუქცია საჯარო სკოლებისთვის - როგორ უნდა დაამატოთ ახალი eschool-ის სისტემაში ფუნქციები

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება