სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„რომ შემომხედოთ, სიარულის მანერა 16 წლის ბიჭივით მაქვს...გული არ ბერდება“
07-08-2020
-
+


ქართული ფოლკლორის მსახურება, წლებია, ვასაძეების ოჯახის ტრადიციაა. ამჯერად, Etaloni.ge-ს სტუმარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ხალას კულტურის სახლის ხელმძღვანელი, თემურ ვასაძე გახლავთ - მრავალგზის საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალების ლაურეატი, ოქროსა და ვერცხლის მედლების, ასევე ღირსების ორდენის  მფლობელი,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და ფოლკლორის ეროვნული სახელმწიფოებრივი ლაურეატი.

თემურ ვასაძე 83 წლისაა და როგორც თავად ამბობს, ასაკი სულაც არ უშლის ხელს ცეკვაში. 16 წლის ბიჭივით გამოვიყურებიო - გაგვიმხილა და იმაზეც გვესაუბრა, რატომ სწყდება გული, როდესაც გათანამედროვებულ ქართულ ფოლკლორს ხედავს. 

- ხელოვნების სიყვარული მამაჩემისგან გადმოგვეცა მეც და ჩემ ძმასაც... ერთად ვცეკვავდით. ეს ყველაფერი ჩვენი წინაპრებიდან მოდის -  ხელოვნების, ფოლკლორის, ცეკვისა და სიმღერის სიყვარული.  კულტურის სახალხო უნივერსიტეტიც დავამთავრე, ქორეოგრაფიულიც, სამჯერ ვიყავი თბილისში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე...

- იმ დროს უფრო პოპულარული იყო ქართული ფოლკლორი, ბატონო თემურ?

- წლების წინ დიდი მოთხოვნა იყო ქართულ ფოლკლორზე. მე, ის ძირითადი ცხრა მოძრაობა ავიღე და ჩემს ხასიათს მოვარგე, ახლა კი ქართული ცეკვა უკვე ბალეტზე გადაიყვანეს.

- არ მოგწონთ გათანამედროვებული ქართული ცეკვა?

- ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს. ეროვნული პრემიის ლაურეატი, დამსახურებული არტისტი ვარ. წლების წინ, ხალას კულტურის სახლის ხელმძღვანელად რომ დავინიშნე, ახლაც არ მიშვებენ ამ თანამდებობიდან... ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებას და მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ახლა გაჩერებულები ვართ, იმედია, მალე შევუდგებით მუშაობას.

- ადრე განდაგანას სხვა ეშხით ცეკვავდნენ?

- რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი  სხვაგვარი იყო... არ გეგონოთ, სიახლეებს ვეწინააღმდეგებოდე, უბრალოდ,რასაც ახლა ვუყურებთ, ეს ფოლკლორი აღარაა, რაც ძალიან სამწუხაროა.

- რამდენად მნიშვნელოვანია წარმომავლობა ქართულ ცეკვაში, ბატონო თემურ. ამბობენ, განდაგანას სხვა კუთხის შვილი ისე ვერ იცეკვებს, როგორც აჭარელიო.

- გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. წარმომავლობა ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია. სხვათა შორის, ადრე, როდესაც გასტროლებზე მივდიოდით ხოლმე, აფხაზები აფხაზურს ცეკვავდნენ, სვანები სვანურს, განდაგანასა და ხორუმს კი - აჭარლები.

მაშინაც ძალიან უყვარდათ ქართული ფოლკლორი, ახლა კი შეუძლებელია არ აღვნიშნო, თუ რამხელა ყურადღება ეთმობა ამ ყველაფერს, თუნდაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხრიდან. მადლობის მეტი, მართლაც, არაფერი გვეთქმის.

- როგორი ქორეოგრაფი ხართ?

- არც ჩემი შვილები გამილახავს და არც სხვისი... არ ვარ ასეთი მიდგომების მომხრე. სხვათა შორის, ადრე ექიმმა მითხრა, შეეშვი ამ საქმესო... იცით, ქორეოგრაფები ყვირილით გულს იმაგრებენ, მე კი ასე არ შემიძლია.

- 83 წლის ხართ, ცეკვავთ ისევ?

- მაინც ვცეკვავ! რომ შემომხედოთ, სიარულის მანერა 16 წლის ბიჭივით მაქვს. გული არ ბერდება და კიდევ ის მახარებს, რომ ახალგაზრდებს უყვართ ქართული ცეკვა.

- დროსთან ერთად აჭარულის ფორმაც შეიცვალა, თქვენ თუ მოგწონთ?

- ჩაცმულობა თანდათან იცვლება, როგორც სამოქალაქო, ისე სასცენო... ჩანჩურა არ უნდაიყოს ადამიანი. სამოსი ტანზე მორგებული რომ გაქვს, უფრო კარგად იცეკვებ. ჩანჩურა ტანსაცმლით კი მოცეკვავე სწორ ხაზზეც ვერ გაივლის.

- რას უსურვებთ თქვენ მოსწავლეებს?

- ჯანმრთელობასა და გამძლეობას ვუსურვებ, ასევე ჩემი სახელის მოფრთხილებას. არ დაკარგონ ის, რაც აქამდე მოგვიტანია - გაუფრთხილდნენ ფოლკლორს.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 
სკოლები

არჩევნებს კი წინ უძღოდა კანდიდატების მიერ საკუთარი საარჩევნო პროგრამების წარდგენა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება