| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ინიციატივაში, რომელიც ქართული ისტორიული კულტურისა და ტურიზმის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, თერჯოლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ.
„მარიამ ბოჭორიშვილმა (მე-3 კლასი) და ნინუცა ტალახაძემ (მე-6 კლასი) წარმატებით გაართვეს თავი „პატარა გიდების“ პროექტის საჭიროებებს და აჩვენეს ქართული ხელოვნების ნიმუშებისა და ეთნოგრაფიული მუზეუმების ექსპონატების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული.
ასევე გაეცნენ ტექნოლოგიურ ხერხებს, დაძლიეს კამარებთან მუშაობის სირთულე და აიმაღლეს მოტივაცია, გაუჩნდათ სურვილი, თავადაც შექმნან ხელოვნების ნიმუშები.
მადლობა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს ასეთი შესაძლებლობისათვის და პროექტის ავტორსა და ხელმძღვანელს, ხელოვნების განყოფილების კურატორს, ხელოვნებათმცოდნე ნინო სარავას ამ ინიციატივისათვის.
მარიამ და ნინუცას კი წარმატებებს ვუსურვებთ თერჯოლის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგები და ყველა გულშემატკივარი“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ