სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წარმატებული პედაგოგების დამსახურებაა, რომ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისთვის“-დაბა კაზრეთის N1 სკოლის დირექტორი სასწავლო წელს აჯამებს
29-07-2020
-
+


2019-2020 სასწავლო წელი კორონავირუსის პანდემიის გამო უჩვეულო გამოდგა, გამორჩეული იყო თავისი გამოწვევებით, დისტანციურ რეჟიმში გადატანილი სასწავლო პროცესით - სკოლების და პედაგოგების სამაგალითო თავდადებით.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა ოდიშელიძემ 2019-2020 სასწავლო წელი შეაჯამა. 

„ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, კოლეგებო, მზრუნველო მშობლებო, დავასრულეთ 2019-2020 სასწავლო წელი. ბევრ სიხარულს განსაცდელიც თან სდევდა. პანდემიამ საკლასო გარემოს მოგვწყვიტა, მაგრამ ვერ დაგვაშორა. ონლაინ გაკვეთილებმა ბევრი მოსწავლის შესაძლებლობა უკეთ წარმოაჩინა, ძალისხმევა არ დაიშურეს მასწავლებელებმა, რომ საინტერესო და შინაარსიანი გაკვეთილები ჩაეტარებინათ და მადლობა მათ!
მადლობას ვუხდი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის!
2019-2020 სასწავლო წელს თავი ისახელეს მასწავლებლებმა და აიმაღლეს სტატუსი-გვყავს წამყვანი, უფროსი და პრაქტიკოსო მასწავლებლები, რომლებიც უწყვეტად ცდილობენ პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებას. გვყავდა საუკეთესო მასწავლებელი „მეწარმეობის საფუძვლებში“. „სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რჩეული“. სწორედ ასეთი წარმატებული მასწავლებლების დამსახურებაა, რომ სასწავლო წელი მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეებისათვის. გვყავს ,,FLEX"-ის ტურის გამარჯვებული, ,,თი-ბი-სი" ბანკის სტიპენდიანტი ,,მეწარმეობის საფუძვლებში". 2 მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ,,სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის" მიერ ორგანიზებულ ბანაკში, ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში ფინალში გავიდა ჩვენი სკოლის გუნდი ,,(ბუ)ნება შენია!" გვყავს 4 ოქროს მედლალოსანი, 7 მოსწავლე მიიღებს პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტირის“ ფარგლებში ნოუთბუქს.
ამ დღეებში ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები მონაწილეობენ ეროვნულ გამოცდებში და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს!
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ამ მხრივ, სკოლაში სამუშაოები უკვე დაიწყო!
სკოლის გუნდი მზადაა სიახლეებისათვის და ამ მხრივაც, მასწავლებლები სიახლეების გასაცნობად მართავენ საგნობრივ ვებინარებს..

ყველა მოსწავლეს, სკოლის ყველა თანამშრომელს მშვიდობიან დასვენებას გისურვებთ!
მჯერა ყველაფერი კარგად იქნება!
თქვენი
ნანა ოდიშელიძე“,- წერს დირექტორი.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება