სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

122 ბავშვი ქართულ ენას უფასოდ, დისტანციურად შეისწავლის
22-07-2020
-
+


თავშესაფრის მაძიებელი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 122 ბავშვი ქართულ ენას უფასოდ, დისტანციურ რეჟიმში შეისწავლის - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ქართული ენის ინტენსიური სწავლების დისტანციური კურსი“ იმ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის( UNHCR) წარმომადგენლობის მზრუნველობის ქვეშ არიან.

თითოეული ჯგუფი 5 მოსწავლით დაკომპლექტდება, მათი ასაკი კი 6 დან 18 წლამდე განისაზღვრება. კურსს, რომელიც სრულადაა დაფინანსებული UNHCR მიერ,მასწავლებლის სახლის ექსპერტები გაუძღვებიან.

„ქართული ენის ონლაინგაკვეთილები ჩაუტარდებათ იმ მოსწავლეებს, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლობისა და ჰუმანიტარული სტატუსის მატარებლები არიან ჩვენს ქვეყანაში. მათი ინტეგრაციისთვის ჩვენ საზოგადოებაში, მათ შორის პირველ რიგში სასკოლო საზოგადოებაში ეს უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენი მხრივ ვგრძნობთ ამ დიდ პასუხისმგებლობას და დიდ გამოწვევად მიგვაჩნია ჩვენი ცენტრისთვის“, - აღნიშნავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ.

ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა სიხარულიძემ განაცხადა, რომ ქართული ენას უნდა ვასწავლოთ იმ ოჯახების შვილებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას შეაფარეს თავი, რაც თავის მხრივ ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის.

„ქართული ენის დისტანციური სკოლის გამოცდილება უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებით შემოიფარგლებოდა. ახლა სრულიად ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ: ქართული ენას უნდა ვასწავლოთ იმ ოჯახების შვილებს, რომლებმაც ჩვენს ქვეყანას შეაფარეს თავი. ეს დიდი გამოწვევაა, რადგანაც გარდა ენობრივი ბარიერისა უაღრესად განსხვავებულ კულტურულ რეალიებთან გვაქვს საქმე. ჩვენი ახალი მოსწავლეები გახლავთ ისეთი ქვეყნებიდან როგორებიცაა, საუდის არაბეთი, იემენი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, იორდანია, ბანგლადეში, უკრაინა და სხვა. წარმატება მინდა ვუსურვო როგორც ჩვენს ახალ მოსწავლეებს ისე მათ პედაგოგებს“, - აღნიშნა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელმა მარიკა სიხარულიძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება