სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უცებ გაირბინა წარმატებების სიხარულით სავსე ოთხმა წელმა“-მარნეულის N6 სკოლის დირექცია და პედაგოგები მე-4 კლასელებს დისტანციურად გამოემშვიდობნენ
16-07-2020
-
+


მარნეულის N6 საჯარო სკოლის დირექციამ მე-4 კლასელებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება დისტანციურად მიულოცა. 

„ჩვენო მეოთხეკლასელებო, გილოცავთ სასწავლო წლის დამთავრებას! მართალია, დღეს უჩვეულოდ, ტრადიციული ლამაზი ზეიმისა და ყვავილების გარეშე დაგემშვიდობათ თქვენი სკოლა და პირველი მასწავლებლები, მაგრამ წინ ბედნიერი, წარმატებებით სავსე გზები და საინტერესო წლები გვაქვს კიდევ ერთად გასავლელი.
უცებ გაირბინა ცოდნის დაუფლების, სიახლეების გაცნობის, ლამაზი და მეგობრული ურთიერთობების, სირთულეების დაძლევის და წარმატებების სიხარულით სავსე ოთხმა წელმა.
ვულოცავთ და მადლობას ვუხდით თავდაუზოგავი შრომისათვის თქვენს პირველ მასწავლებლებს, რომლებმაც მზრუნველობითა და სიყვარულით გაგიკვლიეს გზა ცოდნის ლაბირინთებში.
ძვირფასო მშობლებო, გილოცავთ თქვენი შვილების პირველ წარმატებულ ნაბიჯებს ცოდნის საოცარ სამყაროში! გისურვებთ შვილების კეთილდღეობას და ჯანმრთელობას, დიდ მადლობას გიხდით იმ გაწეული შრომისა და ზრუნვისათვის, არსებული რთულ ვითარებაში რომ გამოიჩინეთ, ჩვენთან ერთად გაუმკლავდით დიდ დართულ გამოწვევებს, ჩვენ თქვენი დახმარებით შევძელით წარმატებით დაგვემთავრებინა სასწავლო წელი.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ხალისიან და ბედნიერ დასვენებას!

ყველაფერი კარგად იქნება!“,- ნათქვამია სკოლის მისალოც წერილში. 

სამახსოვრო ვიდეორგოლებით, დისტანციურად გამოეთხოვნენ, ერთმანეთს მოსწავლეები და პირველი მასწავლებლებიც.

იხილეთ ვიდეორგოლები

4ა კლასი




4ე კლასის ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე

4ბ კლასის ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება