| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის დირექცია დისტანციურ სასწავლო პროცესში გაწეული შრომისა და თანადგომისთვის პედაგოგების მიმართ მადლიერებას გამოხატავს.
„ისე როგორც ყველა სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს და მშობლებს, ჩვენც ძალიან გაგვიჭირდა კორონავირუსით გამოწვეული სასწავლო პროცესის ცვლილებასთან შეგუება, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კმაყოფილები არიან დისტანციური სასწავლო პროცესით მშობლები, რომლებიც სამადლობელ წერილებს გვწერენ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო არა მარტო ჩემს პედაგოგიურ კოლექტივს, არამედ სრულიად საქართველოს მასწავლებლებს, რომელთა შრომა დაფასებულია. ვიმედოვნებ, რომ ეს მეტად არ განმეორდება, საყოველთაო მშვიდობა იქნება ყველგან, ყველა ქვეყანაში, არ ექნება მშობელს, მასწავლებელს იმის შიში რომ, ის დაინახავს ისევ დაკეტილ სკოლას, სადაც ბავშვების ჟრიამულის ხმა არ გაისმის.
ბავშვები ჩვენი მომავალია, სასწავლო წელი განახლდება აუცილებლად სექტემბერში. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადაგიხადოთ „ეტალონის“ მთელ შემოქმედებით ჯგუფს იმ დიდი სიყვარულისათვის, რასაც მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი და რაც მთავარია, სკოლა ჰქვია.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და მთელ საქართველოს, ჩვენ საუკეთესო მომავალი გველოდება,“-წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„მინდა თითოეული მოსწავლე წარმატებული იყოს“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად