სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის დებულება დამტკიცდა - როგორ აიმაღლებენ სტატუსს და რა დროს გამოცხადდება მათ ადგილებზე ვაკანსიები?
30-06-2020
-
+


მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია. პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გარდამავალი დებულებები დამტკიცდა. სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელთან გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულების და კარიერული წინსვლის პირობები ასეთია:

1. პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, უფლება აქვს, 2020 წლის შემოდგომაზე აიმაღლოს მასწავლებლის სტატუსი.

2. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლის ადგილას, რომელიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით არ დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე (გარდა იმ პრაქტიკოსი მასწავლებლებისა, რომლებიც 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე  ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე აცხადებს კონკურსს. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია  ეს პრაქტიკოსი მასწავლებელი, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

3. ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, მათ აქვთ, 2020 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ საგნის ან პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის უფლება.

4. იმ პრაქტიკოსი მასწავლებლების სამუშაო ადგილას, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე გავლენ საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე და ვერ აიმაღლებენ სტატუსს (ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ვერ შეივსებენ/დააგროვებენ სტატუსის ამაღლებისთვის საჭირო 19 კრედიტ ქულას), სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს აცხადებს კონკურსს.

5. მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, საჭიროებიდან გამომდინარე, უფლებამოსილია პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც 2020 წლის 1 თებერვლიდან 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით  დარეგისტრირდა მასწავლებლის გამოცდაზე, დაასაქმოს მოცემულ პოზიციაზე ვაკანსიის შევსებამდე უსტატუსოდ.

6. 2020–2021 წლის II სემესტრის დაწყებამდე სქემაში განაწილებული პრაქტიკოსი მასწავლებელი დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

7. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოპოვებული ექნებათ გარკვეული რაოდენობის კრედიტქულა ან/და ნაწილობრივ (1, 4, 7 კრედიტქულაზე) ან სრულად (10 კრედიტქულაზე) დადასტურებული ექნებათ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენციები, უფლება აქვთ, არსებული საჭიროებიდან (უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო/დარჩენილი კრედიტქულების შესავსებად) გამომდინარე:

ა) გაიარონ ტრენინგმოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ  1-5 კრედიტ ქულა;

ბ) დაადასტურონ საგნობრივი ან/და პროფესიული კომპეტენცია (მათ შორის, განმეორებით) დაგროვილი კრედიტქულების 19 კრედიტქულამდე შევსების მიზნით.

8. პრაქტიკოს მასწავლებელს უფლება აქვს 2020 წლის ბოლომდე ხელმეორედ დაადასტუროს საგნობრივი ან პროფესიული კომპეტენცია, რის შემდეგაც eschool.emis.ge-ის ბაზაში აესახება უკეთესი შედეგი (თუ მას წინა გამოცდაზე მიღებული აქვს უფრო მაღალი შედეგი, მას უნარჩუნდება წინა გამოცდის შედეგები).

9. 2020-2021 სასწავლო  წლის II სემესტრის დაწყებამდე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურება შესაძლებელი იქნება სრულად ან ნაწილობრივ - 1, 4, 7, 10 კრედიტქულით.

10. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელმაც ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გზით შეძლო დაგროვილი კრედიტქულების შევსება და 19 კრედიტქულის დაგროვება, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

11. სქემაში განაწილებულ იმ პრაქტიკოს მასწავლებლებზე, რომლებსაც კანონმდებლობის შესაბამისად შეჩერებული ჰქონდათ შრომითი ურთიერთობა და შესაბამისად ვერ მიეცათ კარიერული წინსვლის საშუალება, არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება შრომითი ურთიერთობის განახლებიდან 2 წლის განმავლობაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ასაწყობი, ტრანსპორტირებადი სკოლები რეგიონებში - 22 მილიონიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

10 ცვლილება განათლებაში მასწავლებელთა ფუნქციებს, ხელფასებს, ტრენინგებს მოიცავს - 2026-2027 წლის სამოქმედო გეგმა ცნობილია

საგრანტო კონკურსის შედეგები და ყველა დეტალი - NAEC

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება