სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''მე რომ სკოლის დირექტორი ვყოფილიყავი და ოქროს თევზი შემხვედროდა''...
12-09-2017
-
+


''ოქროს თევზი რომ შემხვდეს და მკითხოს, რაში გვჭირდება დახმარებაო, ორ რამეს ვთხოვდი: ერთი, რომ მშობლები და მასწავლებლები იყვნენ გაერთიანებულები ბავშვის აღზრდის ამოცანის გადასაჭრელად და მეორე - საქმეზე, სკოლაზე და ერთმანეთზე მზე და მთვარე ამოსდიოდეთ ადმინისტრაციას და მასწავლებლებს'', - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციაზე'' განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, ჩვენი სისტემებიდან ეს ორი განზომილება თითქოს გამორჩენილია. ალექსანდრე ჯეჯელავამ მესამე საკითხიც გამოყო,  - სკოლაში კვალიფიკაციის მუდმივი განახლება.

''ოქროს თევზი მესამე სურვილსაც იღებს ხოლმე, და მესამე სურვილი იქნებოდა, რომ სკოლაში ხდებოდეს კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება.... თქვენ გყავთ ძალიან კარგი თანამშრომლები და როცა მათ შეხვდებით, ჰკითხეთ რა გააუმჯობესეს დღეს, რა შეცვალეს? პირველი რეაქცია იქნება გაკვირვება, რა, ცუდად ვაკეთებ, არ მოგწონს? მაგრამ უპასუხეთ, რომ არაჩვეულებრივად აკეთებს, მაგრამ უკეთესად ხომ შეუძლია? ყოველდღე ახალი ნაბიჯები, ეს არის სწორი მიდგომა,'' - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია'' 9-10 სექტემბერს გაიმართა თბილისში. მასში 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო.

''ჩემი ნება რომ იყოს, იცით ვინ წავიდოდნენ სკოლიდან? - ისინი, ვინც უფროსი მასწავლებლები გახდნენ, მერე ''კუდი ყავარზე გაიდეს'' - ალექსანდრე ჯეჯელავა

''კავშირი პედაგოგს, სკოლასა და ოჯახს შორის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა ქვეთავი ერთად აღებული'' - ალექსანდრე ჯეჯელავა

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება