სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ დაიწყო
10-09-2017
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ორდღიანი “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ იმართება. კონფერენციის მიზანია სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა.

კონფერენციაზე 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება განთლების სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეები გამართავენ დისკუსიას შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში; 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები; სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა; სასკოლო სერვისების განვითარება; სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა.

მონაწილეები, ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულ მომხსენებლებთან ერთად, იმსჯელებენ სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე. აგრეთვე, კონფერენციაზე მოწვეული საჯარო სკოლების დირექტორები განიხილავენ სკოლაში ხარისხის მართვის და სასწავლო პროცესის ლიდერობის საკითხებს.

„21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები უკვე სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ექსკლუზიური, განახლებული ცოდნა მივაწოდოთ სასკოლო საზოგადოებას. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი სწორედ ამ სიახლეზეა ორიენტირებული და ეს მოსწონთ პროექტში ჩართულ პედაგოგებს. ყოველივე ამას მივყავართ პროექტის ძირითადი მიზნისკენ - მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უკეთეს გარემოში, მიიღონ უკეთესი ცოდნა, რაც მათ სამომავლო პერსპექტივებზე აისახება,“ განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებს და დავნერგოთ პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზოგადი განათლების პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს 21-ე საუკუნის სკოლის მოდელის დანერგვა. შესაბამისად, ლიდერობის აკადემია გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა. განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„ხშირ შემთხვევაში, დირექტორები აქცენტს მხოლოდ პროცესების მართვაზე აკეთებენ, სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში კი ნაკლებად ერთვებიან და ლიდერობის უნარებიც არ გააჩნიათ. პროგრამის დასრულებისთვის სწორედ ამ ყველაფრის ერთად მიღწევას ვცდილობთ - დირექტორებისგან შევქმნათ არა მხოლოდ უკეთესი ადმინისტრაციული მენეჯერები, არამედ სასწავლო პროცესის მართვის ლიდერები. მოგეხსენებათ, დირექტორების უმეტესობას სწავლების გამოცდილება არ გააჩნია. იმისათვის, რომ სკოლა მართო, აუცილებელია, თავადაც კარგად იცნობდე სასწავლო პროცესს, მოსწავლეს, მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ელემენტებს,“ განაცხადა მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ირინა აბულაძემ.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში. 2016 წლის აგვისტოდან დაიწყო ლიდერობის აკადემია, რომელიც 2018 წლამდე საჯარო სკოლების დირექტორებს სთავაზობს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს. ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი გაიარა 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში დაგემგილია ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება