სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ჩემი ნება რომ იყოს, იცით ვინ წავიდოდნენ სკოლიდან? - ისინი, ვინც უფროსი მასწავლებლები გახდნენ, მერე ''კუდი ყავარზე გაიდეს'' - ალექსანდრე ჯეჯელავა
11-09-2017
-
+


9-10 სექტემბერს თბილისში საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ''სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია'' გაიმართა. მის მიზანს, სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ის დირექტორებს ახალი სასწავლო წლიდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად კიდევ ბევრ ტრენინგს დაჰპირდა:

''ძალიან მნიშვნელოვანია ეს კონფერენცია. ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ხოლმე პედაგოგიკაზე, მაგრამ სკოლის დირექტორს, ადმინისტრაციას ძალიან დიდი გავლენა აქვს სკოლის ხარისხზე. შარშანდელი წლიდან მიმდინარეობს სკოლის დირექტორების ტრენინგები ლიდერობასა და მენეჯერობის უნარებში. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კონკრეტული შედეგის მომტანი უკვე ამ სასწავლო წელს, ანუ ნებისმიერი სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც უკეთ შეძლებს თანამშრომლების მოტივაციას, სამუშაო პროცესების ორგანიზებას, კარგ სტარტს მისცემს სასწავლო წელს. დირექტორებს კიდევ ბევრ ტრენინგს ვპირდებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ახალ სასწავლო წელს,'' - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კონფერენციაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხზე, როგორიცაა, სკოლიდან მასწავლებლების წასვლა. როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მისი ნება რომ იყოს, სკოლიდან ის პედაგოგები წავიდოდნენ, ვინც უფროსი მასწავლებლები გახდნენ, მერე ''კუდი ყავარზე გაიდეს'', აღარაფერს აკეთებენ და კოლეგებს ზევიდან უყურებენ.

''როდესაც სქემიდან ამოვიღეთ სკოლიდან წასვლის კომპონენტი, მივიღეთ კრიტიკა, რომ სკოლიდან აღარავინ წავაო. წასასვლელები აუცილებლად წავლენ. ჩემი ნება რომ იყოს, იცით ვინ წავიდოდნენ სკოლიდან? - ისინი, ვინც უფროსი მასწავლებლები გახდნენ, მერე ''კუდი ყავარზე გაიდეს'', აღარაფერს აკეთებენ და კოლეგებს ზევიდან უყურებენ. მოვუყრიდი თავს და... იმიტომ რომ ფასეულობითი პრობლემა იქმნება და ეს არის ძალიან ფუნდამენტური რამ. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ქიმიის ან გრამატიკის ფუნდამენტური სწავლების დაწესებულება. ჩვენ ვართ ჰარმონიული ადამიანის ჩამოყალიბების დაწესებულება და ამ ჰარმონიულმა, ქიმია და გრამატიკაც თუ იცის, ეს უკვე ძალიან კარგია,'' - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმის გადაცვლა 14 დღის ვადაში შეგეძლებათ, ყიდვას მხოლოდ ბარათით ან გადარიცხვით შეძლებთ - მინისტრის ბრძანება

მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს

300-მდე ახალი ვაკანსია ბოლო 11 დღეში - რომელი საგნის მასწავლებლებზეა ყველაზე მეტი მოთხოვნა სკოლებში

აბიტურიენტებო - 11 აგვისტო NAEC-ში ატესტატის მიტანის ბოლო დღეა

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება