| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, იცვლება სტუდენტის სტატუსის შეჩერების ვადა, აკრედიტაციისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში სტუდენტების უფლებები და მობილობის შესაძლებლობა. ამასთან, კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე სტატუსის შეჩერების ხუთწლიანი ვადის 3 წლამდე შემცირებაა, თუმცა ცვლილება ყველა სტუდენტზე ერთნაირად არ გავრცელდება.
კანონპროექტის მიხედვით, სტუდენტს, რომელიც სწავლობს ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც ავტორიზაციაზე უარი ეთქვა ან ავტორიზაცია გაუუქმდა, სტუდენტის სტატუსი სამი წლის ვადით შეუჩერდება. ამ ვადის ათვლა დაიწყება ავტორიზაციის საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბჭოს მიერ დადგენილი ვადის გასვლიდან.
ანალოგიური მიდგომა გავრცელდება იმ სტუდენტებზეც, რომლებიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ან ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლობენ, თუმცა პროგრამას აკრედიტაციაზე უარი ეთქვა ან აკრედიტაცია გაუუქმდა.
კანონპროექტი ცალკე არეგულირებს შემთხვევას, როდესაც უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაციის ვადა ეწურება.
ასეთ შემთხვევაში, აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სტუდენტს უფლება ექნება, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა იმავე პროგრამაზე გააგრძელოს და სახელმწიფო დაფინანსებით ისარგებლოს.
სემესტრის დასრულების შემდეგ კი სტუდენტს სტატუსი სამი წლის ვადით შეუჩერდება და მას მობილობით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
ცვლილების გარდამავალი დებულება ითვალისწინებს გამონაკლისს იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც სტატუსი 2027 წლის პირველ იანვრამდე ექნებათ შეჩერებული. მათზე ახალი, სამწლიანი ვადები არ გავრცელდება და კვლავ სტუდენტის სტატუსის შეჩერების ხუთწლიანი ვადა იმოქმედებს.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სტუდენტის სტატუსის შეჩერების ახალი წესი
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება